მამუკა მდინარაძე - ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება

ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი სვლა არ არის მარტივი, თუმცა "ყველაფერს ერთად შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით".

"ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მივყვებით - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ შევავსებთ ევროპას, ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას.

ჩვენი სვლა არ არის მარტივი. ჩემო მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს "ქართულ ოცნებას", ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერთან, ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეს არის სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ, ეს არის სვლა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ, ეს არის სვლა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით, რაც მთავარია", - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება