ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია  ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ევროპული მომავლის დაცვა. შესაბამისად, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დავალებას "რუსულ კანონთან" დაკავშირებითაც კარგად ჩანს და ის რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა დირექტივაც მოუვათ, ამაში საქართველოს მოქალაქეებს ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ იქნება და იმ პირობებში, როცა ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული ივანიშვილი, ასრულებენ პესკოვის, ლავროვის, პუტინის, მედვედევის დავალებას, ცხადია არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე“, მისი თქმით, რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი, რასაც მოწმობს სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოდან მისი სარჩელის გამოთხოვა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება