მიხეილ სააკაშვილი - „ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება ­და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ.

„ქართული ოცნება" კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება