ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს - მშიშარა ხარ, ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე - მაშინ ხართ მაგრები, კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ

სიტყვები შეარჩიე მშიშარა! ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე! - გაიპარე, რა მაგარი ხარ! - ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მაგრები მაშინ არიან, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტიდან აძევებენ და მათ კითხვებს არ პასუხობენ.

„კითხვებზე უნდა მიპასუხო, სიტყვები შეარჩიე, მშიშარა! გაიპარე, რა მაგარი ხარ! მშიშარა ხარ, ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე, კი არ უნდა გაიპარო. მაშინ ხართ მაგრები, კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ“,-აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ კი მდინარაძემ წითლიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენ ხარ რუსეთის საქმის მკეთებელი მთელი ცხოვრება“.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება