ანი წითლიძე - არ ვიცი, დარბაზიდან რის გამო გამომაგდეს - რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ ეს კანონი ბოლომდე უნდა გაიტანონ - სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან

გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე - სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან გამოაძევა.

წითლიძის შეფასებით, „რუსულ ოცნებას“ არანაირი განხილვა არ აინტერესებს“.

„არაფერი, არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“. არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმის, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს. გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე. მათი მიზანი არ არის, რომ რამე მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი, მხოლოდ დემაგოგობენ. ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას ამასთან დაკავშირებით, ყველა გამოაძევეს. ამიტომაც საბოლოოდ, სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი“, - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება