ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

„ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა მომავალშიც შენარჩუნდება, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გაუხადა.

მხარეები მიესალმნენ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში განვითარებულ თანამშრომლობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დიალოგს და ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტენსიური მუშაობა შემდგომი პროგრესისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ესპენ ბარტ ეიდეს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება