პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია დასრულდა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქცია, დასრულდა.

როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 26 აპრილსაც, კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.

მათივე თქმით, პროტესტი კანონპროექტის მეორე მოსმენამდე აქტიურად გაგრძელდება.

დღევანდელ აქციაზე მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. ამის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ბოლოს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წინ დაბრუნდნენ, სადაც რუსთაველია გამზირი ხელმეორედ გადაკეტეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდეს და ისიც აღნიშნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდნენ.

საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის მონაკვეთი გაათავისუფლეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს