იენს სტოლტენბერგი - უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, დიდი დახმარება გზაშია

უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ახლა ჩვენი მოვალეობაა - [უკრაინის წინაშე] ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ - და სწრაფად გავაკეთოთ ეს” , - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში “ნატოს წევრებმა არ გაუწიეს ის მხარდაჭერა, რომელსაც დაპირდნენ” კიევს, “თუმცა უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან დიდი დახმარება უკვე გზაშია”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს