“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია გამოაქვეყნა, საჭიროა მომიტინგეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს “თავიანთი ხმა გააგონონ”.

კერძოდ, საუბარია ევროპარლამენტის მოწოდებაზე შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე.

აქციის მონაწილეებმა, გუშინდელი პროტესტის მსგავსად, ხელის აწევით დააფიქსირეს, სურდათ თუ არა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და მსვლელობის დაწყება.

ამ მომენტში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს