პაატა დავითაია - ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის  ქვეყნის ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული მწვავე რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მიღებული იქნება ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც შეაფერხებს უვიზო რეჟიმს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას არ დაემუქრება საფრთხე, არის სიცრუე.

„მმართველი პარტია მოქმედებს არასწორი მიმართულებით, კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაკავშირებით, რამაც გამოიწვია დიდი შეშფოთება ჩვენი პარტნიორების და დიდი ევროპული ოჯახის, რომელში შესვლაც არის ქართული საზოგადოების არჩევანი და მკაცრად არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუცის 78-ე მუხლში.

საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ამ ვალდებულების უგულებელყოფამ და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის მოქცევა იზოლაციაში. დღეს მიღებული რეზოლუციის მიხედვით მოხდება თანამდებობის პირების სანქცირება და გადახედილი იქნება ვიზალიბერალიზაცია, რაც საფრთხის შემცველია ქართული სახელმწიფოსთვის.

რეზოლუციის გამოქვეყნების მიუხედავად, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას არ დაემუქრება საფრთხე, არის სიცრუე. ამ თემასთან დაკავშირებით მიღებული არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირის მიერ მოხდება ტექნიკური გადაწყვეტილების მიღება ევროპის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე, ეს გამოიწვევს უვიზო რეჟიმის შეფერხებას, რაც სავარაუდოდ განხორციელდება დეკემბერში.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს უკან პირველი მოსმენით მიღებული კანონი, ნუ უპირისპირდებიან ქართულ საზოგადოებას და ჩვენი ხალხის სვლას ევროპისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქმედებები დამთავრდება მძიმე შედეგებით ქვეყნისთვის, რის გამოც მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება ქართველი ხალხის წინაშე”, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს