გია ხარჩილავა - როცა ჩვენ ვამბობთ:  „არა რუსულ კანონს“, ეს ნიშნავს -  „არა რუსულ რეჟიმს!“

ჩვენი ისტორიის, ჩვენი წინაპრების სულების, ჩვენი მრავალათასწლოვანი ლტოლვის, ჩვენი მიზნების, მოედნებზე გამოფენილი ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ რუსეთმა მოკავშირე სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში იპოვა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ რეჟიმის სახით და როცა ჩვენ ვამბობთ: „არა რუსულ კანონს“, ეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს!, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

ხარჩილავას თქმით, ხელისუფლებამ თავისი მტრული რიტორიკით ევროპას დაგვაშორა და დღეს „დაუდგათ დრო კრემლს ჩააბარონ ანგარიში“.

„არა „რუსულ კანონს“ ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს. ჩვენი ისტორიის, ჩვენი წინაპრების სულების, ჩვენი მრავალათასწლოვანი ლტოლვის, ჩვენი მიზნების, მოედნებზე გამოფენილი ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ რუსეთმა მოკავშირე, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში იპოვა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ რეჟიმის სახით და როცა ჩვენ ვამბობთ: „არა რუსულ კანონს“, ეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს! დერუსიფიკაციის ყველაზე დიდი ტალღა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს მიმდინარეობდა, ეს გახლდათ „ვარდების რევოლუცია“, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების ხელში აღების პრეცედენტი. ეს გახლდათ ევროპასთან თავსებადი რეფორმები, რის შემდეგაც ევროპა დაიძრა საქართველოსკენ და საქართველო დაიძრა ევროპისკენ, ეს გახლდათ ქალაქებში, ქუჩებში, მოედნებზე, ჩვენს გულში და გონებაში მტრის იდეოლოგიასთან იდეოლოგიური ბრძოლა და ჩვენ გვახსოვს როგორ იყო ამოძირკვული რუსულ იდეოლოგია ჩვენი გონებიდან. ეს გახლდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რის შემდეგაც მოჰყვა მას ლოგიკური ჯაჭვი ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ტრიოსი და საბოლოო ჯამში იმ რეფორმებზე, იმ ინსტიტუციურ თავსებადობაზე დგას დღეს ის სტატუსი ევროკავშირისა, რომელიც სულ ახლახან მოგვენიჭა. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ არ მიგვეღო არაფერი. ჩააგდო 12 პუნქტიანი თანამშრომლობის გეგმა თავისი მტრული რიტორიკით დაგვაშორა ევროპას და დღეს მათ დაუდგათ დრო კრემლს ჩააბარონ ანგარიში, ამიტომაც შემოაბრუნეს მათ კანონი, რომელიც საბოტაჟია ევროკავშირის გზაზე. როცა ჩვენ ვამბობთ „არა რუსულ კანონს“, ჩვენ უნდა ვთქვათ არა რუსულ კანონებს და ყველაფერ რუსულს საქართველოში.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩვენ უნდა გავიდეთ ჩვენს სოფლებში, უნდა შევხვდეთ ჩვენს მოსახლეობას, უნდა ავხსნათ რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე, რადგან „ქართული ოცნების“ სისტემური მეთოდია გაბუნდოვნება, არაგულწრფელობა და ამ დროს ჩვენი ვალია დიალოგი მოსახლეობასთან. ჩვენ უნდა გავიდეთ ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, სკვერებში, რათა შემდგომ ერთად დავუბრუნდეთ დედაქალაქს, ერთად დავუბრუნდეთ რუსთაველს ყველაზე დიდ დარბაზობას, სადაც ბევრჯერ გადამწყდარა საქართველოს მომავლის ბედი.

„ენა, მამული სარწმუნოება“ ილიასეულია, მაგრამ მან გადააზრებით ენა, მამული, ისტორია. ისტორია, როგორც ისტორიული ერთობა სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისა, საქართველოს მოქალაქეებისა, ამიტომ ენა, მამული, ისტორიაც ილიასია, ამიტომ ახალგაზრდებმა როცა წამოგვიწიეს - ენა, მამული, ერთობა, გააზრებულად წამოგვიწიეს, ისინი ხერხემლით გრძნობენ როგორ უნდა დავდგეთ და იცოდნენ რუსული ოცნების იდეოლოგებმა, რომ ენა, მამული, ისტორიული ერთობა ილია ჭავჭავაძის საავტორო სიტყვაა, ჩვენი ახალგაზრდების საავტორო სიტყვაა და მე ვეუბნები იმ ფიცის წარმომთქმელებს, რომ ჩვენი თაობა ფარად უნდა ჩაუდგეს ახალგაზრდებს სპეცდანიშნულების რაზმებთან, ეს არის ჩვენი თაობის ვალი, რომ დაგიცვათ თქვენ!“,-განაცხადა გია ხარჩილავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს