ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ შეკრებაზე - ვერ დავიჯერებ, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ხალხს უნდა, ეს ხალხი მოჰყავთ ძალით და ხელების გადაგრეხით

ვერ დავიჯერებ, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა უნდა ხალხს, სამწუხაროდ, ეს ხალხი მოჰყავთ ძალით და ხელების გადაგრეხით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „კონტრაქციის ჩატარების იდეა“ აჩვენებს „ქართლი ოცნების“ ძალიან მძიმე მდგომარეობას.

„წარმოუდგენელია, ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ ატარებს აქციას. ხალხი ემიგრაციაში გარბის, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა და ნაცვლად ამაზე ზრუნვისა, ისინი მზად არიან საკუთარ შვილებს დაუპირისპირდნენ, ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. კონტრაქციის ჩატარების იდეა რომ მოსდით თავში, ეს უკვე აჩვენებს მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას. არავის არ მოვუწოდებ არაფრისკენ, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც იძულებით ჩამოჰყავთ. მათ არ უნდათ ჩამოსვლა. ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდა საკუთარ შვილებთან დაპირისპირება და რუსული მარშს მოწყობა. ბუნებაში არ არსებობს ასეთ ხალხი.

ერთადერთი, ვისაც არ აინტერესებს ხალხის აზრი, ეს არის ივანიშვილი. ის მიდის ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომლის იძულებასაც ახდენს „ქართული ოცნება““, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს