საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ საქართველოს პროკურატურას და ევროპულ საგამოძიებო გუნდს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით გენერალურ პროკურატურას და მის ყველა თანამშრომელს ამ პრეზენტაციისთვის, შედეგებისთვის, მობილიზებისთვის, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, ასევე განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოვხატავთ ევროპული საგამოძიებო გუნდის წევრების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში, - განაცხადა საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ ოლივიე ლეფებვრიმ.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენისთანავე, საფრანგეთის და ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურმა ოფისმა შუამდგომლობით მიმართა ევროპულ სააგენტოს - ევროპოლს და გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ევროჯასტის და ევროპოლის ხელმძღვანელობით სამართლებრივი ჯგუფის და ერთიანი ევროპული საგამოძიებო გუნდის შექმნა მოითხოვა.

ოლივიე ლეფებვრის განცხადებით, ერთობლივი საგამოძიებო გუნდის შექმნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად, საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა.

„მადლობა ჩემს კოლეგებს შვეიცარიიდან, ლიეტუვადან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ერთობლივ საგამოძიებო პროცესში“, - აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პოლიციის ატაშემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს