ანონსი  25 აპრილი

25 აპრილს, 10:00 საათზე, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის საელჩოსთან განცხადებას გააკეთებენ.

თემა: საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოფიციალურად მიენიჭოს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და მოხდეს მისი გათავისუფლება; "არა რუსულ კანონს" - პოზიციის დაფიქსირება.

მის: ვაკე, ჭავჭავაძის 64ბ.

საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე - 599 02 43 23

25 აპრილს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ რონდელის ფონდი, საქართველოში ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის საელჩოებთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს პანელურ დისკუსიას ელჩების მონაწილეობით, რომელიც ეძღვნება შვიდი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საიუბილეო მეორე წელიწადს.

25 აპრილის, 11:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მის: ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი (რუსთაველის გამზირი 40)

25 აპრილის, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

25 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან პარტნიორობით ახორციელებს.

პრეზენტაციას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

პრეზენტაციას სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნეს სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

25 აპრილს, 11:00 საათზე, ააიპ ,,საგამოძიებო ბიურო“ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „სახელმწიფო/მუნიციპალურ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ხელფასების ბოლო წლებში რეკორდული ზრდა“.

მის: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 75-3ა

საკონტაქტო: ირაკლი აბესაძე - 577151144

25 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საქართველოს პროკურატურის, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნა.

მის: გორგასლის ქ. #24.

25 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

საკონტაქტო: მიშა გიგალაძე - 577187787

25 აპრილს, 16:30 საათზე, თბილისში ახალი მულტიპროფილური კლინიკა -ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.

მის: ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33

საკონტაქტო: 599560342; 599757536

25 აპრილს, 17:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში (6 სართ), მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ევროპარლამენტის რეზოლუცია

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

25 აპრილს, 17:00 საათზე, ზუგდიდში იუსტიციის სახლთან, გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!". განხილვას დაესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, "გამარჯვების კოალიციის" ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მის: ზუგდიდი იუსტიციის სახლი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634

25 აპრილს, 19:00 საათზე, ზუგდიდში იუსტიციის სახლიდან მსვლელობა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, "გამარჯვების" კოალიციის ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის " თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

მის: ზუგდიდი იუსტიციის სახლი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია -599 43 43 08, ირაკლი გაბისონია - 555 602 634

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს