ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რომ დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე ახალი პროექტები მიეყვანა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები. ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი აშენდა, რომელმაც არა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ეხმარება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.

ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.

ცნობილია, რომ ყინულის მოედანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს