სი ძინპინი მაისში სერბეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მაისში სერბეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, 7 მაისს, ნატო-ს ძალების მიერ 1999 წელს ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25 წლისთავზე სი ძინპინი ბელგრადში ჩავა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სი ძინპინის სერბეთში ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინი მაისში სერბეთის გარდა საფრანგეთსა და უნგრეთსაც ეწვევა. ჩინეთის პრეზიდენტი ბოლოს ევროპაში 2019 წელს იმყოფებოდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს