„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

25 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოები ხვალ, 25 აპრილს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნული სამუშოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 25 აპრილს დილის11:00 საათიდან, 26 აპრილის ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის I და II კვარტალს, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის I კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას და გასასვლელებს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს