ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის დახმარების პაკეტი, რომელმაც ახლა კონგრესის ორივე პალატა გაიარა, ალიანსის სიძლიერის ნათელი დადასტურებაა და ჩვენი მტრებისთვის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს

ისრაელის დახმარების პაკეტის დამტკიცებისთვის აშშ-ის სენატს მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს იმისთვის, რომ დღეს, ისრაელის დახმარების პაკეტი ორპარტიული უმრავლესობით დაამტკიცა. „ჰამასის“ ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმიდან მე-200 დღეს ისრაელი და აშშ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად იბრძვიან, დემოკრატიასა და საერთო ღირებულებებს იცავენ.

ისრაელის დახმარების პაკეტი, რომელმაც ახლა კონგრესის ორივე პალატა გაიარა, ჩვენი ალიანსის სიძლიერის ნათელი დადასტურებაა და ჩვენი მტრებისთვის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტი ისრაელისთვის 26 მილიარდი დოლარის გამოყოფას უზრუნველყოფს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ შევა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს