საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკაც. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს