ბადრი ჯაფარიძე - რაც გუშინ ვნახეთ და რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

რაც გუშინ ვნახეთ და რაც ირაკლი კუპრაძის მიმართ განხორციელდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,-ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აუცილებლად აგებს.

„ირაკლი კუპრაძეზე განხორციელდა ძალადობა. გუშინ ვნახეთ, რომ ალეკო ელისაშვილიც სცემეს უმოწყალოდ. პოლიციელებს, ვინც ამ ბრძანებებს იღებს მათი უფროსებისგან, მინდა ვუთხრა, რომ ისინი ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელსაც აქვს ხანდაზმულობის დიდი ვადა. ამ წუთას მათ ხელს აფარებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ თავი შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან იმიტომ,რომ აუცილებლად პასუხს აგებენ, როცა „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან. ეს ძალიან მალე მოხდება. სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა კუპრაძის, სხვა მომიტინგეების მიმართ. სისხლის სამართლის ჩამდენი ყველა პირი პასუხს აგებს. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ დავთმოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება