არჩილ თალაკვაძე - სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს და ვერ წარმოადგინე დისკუსიაში, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა

სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს და ვერ წარმოადგინე დისკუსიაში, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ვეტოს, რომლის დადებასაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გეგმავს.

თალაკვაძის განმარტებით, პრეზიდენტი ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს.

„სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს და ვერ წარმოადგინე დისკუსიაში, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც საინფორმაციო პროპაგანდით, რიგ შემთხვევაში, თანამოაზრეობით და გულწრფელი პროტესტით ქუჩაში გამოვიდა. ამას უნდა მიეცეს უარყოფითი შეფასება, მით უმეტეს პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტოს დაადებს.

“კანონს ვეტოს დავადებ. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ აქ ვსაუბრობ, საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოვხატავ, რომელიც ქუჩებში ჩანს და თუ დააკვირდებით, თუ ვინ წარმოადგენს მოსახლეობას, ესენი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, რათა უთხრას “არა” რუსეთს, უთხრას “არა” რუსულ კანონს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება