ელისო ბოლქვაძე ავსტრიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ევა ბლიმლინგერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევა ბლიმლინგერმა კულტურის სფეროს საკანონმდებლო ინიციატივების და კანონების იმპლემენტაციის დაჩქარებულ მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პარლამენტმა პანდემიის დროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით მიიღო. შეიქმნა ხელოვანთა დახმარების სპეციალური ფონდი.

„შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს იუნესკოსთან მუშაობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები კრიტერიუმების განვითარების კუთხით.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას