გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს - “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გადამზადებული პირველი ნაკადის ბენეფიციარების დასაქმების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ისინი სხვადასხვა მიმართულების მცირე თუ მსხვილ კომპანიაში წარმატებით საქმდებიან და კარიერულ წინსვლასაც განიცდიან.

პროექტის ბენეფიციარების დამსაქმებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთია „გრინვეი საქართველო“, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში ლიდერი კომპანიაა და მთელი საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია 300-მდე ადამიანს ასაქმებს.

„გრინვეი” დაარსების დღიდან აძლევს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს ყველას, ვისაც ტექინსპექტირების სფეროში მუშაობა სურს. ჩვენ გვყავს 4 ქალი ინსპექტორი, რომლებმაც გაიარეს გადამზადება „გრინვეი აკადემიაში“ და დღეს წარმატებით მუშაობენ ჩვენს სხვადასხვა ფილიალში. აღსანიშნავია, რომ „გრინვეის“ მენეჯმენტის 60% ქალები არიან და ისინი დიდ როლს ასრულებენ კომპანიის არაერთი სტრატეგიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ამ ეტაპზე „გრინვეიში“ სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე დასაქმებულია 50-მდე ქალი. ჩვენთვის ყველა პროექტი, რომელიც ქალების გაძლიერებას ეხება მისასალმებელია. მოხარულები ვართ, რომ BTU-ს პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი ჩვენი მარკეტინგის გუნდშია დასაქმებული,“ - აღნიშნავს „გრინვეი საქართველოს“ დირექტორი ვახტანგ ებიტაშვილი.

პროექტ „კოდინგის სკოლა 1500 ქალის’’ მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერაა.

გრინვეის მსგავსად, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს, თბილისში და რეგიონებში შესაძლებლობა აქვთ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაასაქმონ ქალები დამწყებ პოზიციაზე მოკლევადიანი და/ან გრძელვადიანი თანამშრომლობით, ადგილზე ან დისტანციურად შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება. დაინტერესებულმა კომპანიებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, გახდით პროექტის ოფიციალური პარტნიორი და ჩაერთეთ ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერების მნიშვნელოვან ინიციატივაში!

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ