რატი ბრეგაძე - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტყუილებით, არგუმენტაციის გარეშე ამტკიცებს, რომ თითქოსდა, უმრავლესობის კანონპროექტი მტრად აცხადებს აშშ-ს ან ევროპას, არის სრული უნამუსობა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამტკიცებს, რომ თითქოსდა, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკასა ან ევროპას, არის სრული უნამუსობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ჟურნალისტებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ თუ საჯარო მოხელეების, პოლიტიკური პარტიების ფინანსები არის დეკლარირებული, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ფინანსებიც საჯარო უნდა იყოს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური და მედიაორგანიზაციები მონაწილეობენ, რა თქმა უნდა, ადამიანების პოლიტიკური ნების ფორმირებაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ავდგებით და გავყვებით იმ ლოგიკას, რომ პოლიტიკური პარტიები ახდენენ საკუთარი ფინანსების დეკლარირებას, თითოეული შემომწირველისას, ასევე საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, დეკლარაცია განთავსებულია ვებგვერდზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ უნდა იყოს დეკლარირებული მედიაორგანიზაციების და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს სრული უფლება ჰქონდეს ინფორმაცია მათი ფინანსების წარმომავლობის შესახებ.

როცა ვსაუბრობთ, რომ თითქოსდა, ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, მიჩნდება ერთი მარტივი კითხვა და ოპონენტებს დავუსვამდი - თუ იციან მათ რა ორგანიზაციაა ევროსაბჭო, არის თუ არა ეს ევროპული ორგანიზაცია? რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია და პასუხია - დიახ! ევროსაბჭო არის ერთ-ერთი პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც, მათ შორის, არის საქართველო. ასევე, ვიკითხავდი, იციან თუ არა რა არის მანივალი. ეს არც თუ ისე რიტორიკული კითხვაა, ეს არის ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი, რომლის მიზანიცაა, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ იბრძოლოს. ასევე, ვიკითხავდი თუ იციან რა არის მანივალის რეკომენდაცია. იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებით მანივალი ამბობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს იუსტიციის სამინისტროში ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი. ანუ ევროპული სტრუქტურები მოგვიწოდებენ, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს პროცესი ნებისმიერი ორგანიზაციის გარშემო, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუკი ეს არის ევროპული ტიპის რეკომენდაციები, რატომ არის არაევროპული, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიაორგანიზაციამ მოახდინოს საკუთარი თანხების დეკლარირება?! ამისთვის მათ ვინმე ხომ არ სჯის, არავინ ებრძვის! მსგავსი ტიპის არგუმენტები არის სრულად გაუგებარი.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი ტყუილებით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ამტკიცებს, რომ თითქოსდა, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკასა ან ევროპას, არის სრული უნამუსობა. ამას სხვა სახელი არ ჰქვია. ეს კიდევ არის ყველაზე რბილი ფორმულირება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება