ლევან დავითაშვილი - 9 აპრილი პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია

9 აპრილი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის გლოვის, მაგრამ ამავე დროს გამარჯვების სიმბოლო. ეს დღე პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა სისხლიანი მანქანა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მათი პროტესტი სისხლით ჩაახშო. მაშინ ამ სისასტიკემ შეძრა მთელი მსოფლიო.

„დღეს ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. თუმცა კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობა ისეთი გმირების თავდადებამ მოიტანა, როგორიცაა ის 21 ქართველი, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილის დილას თავისუფლების სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე მიიტანა. ამდენად, ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ვიზრუნოთ მის გაძლიერებასა და განვითარებაზე. და ბოლოს ყველაზე მთავარი - 9 აპრილი ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება