ანონსი 8 აპრილი

8 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

8 აპრილს, 10:00 საათზე, დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მოსამართლეების უარი ქონების შემოწმებაზე - მიმართვა ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს“.

8 აპრილს, 11:00 საათზე, პარტია „დროას“ თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია, ბრიფინგს გამართავს.

თემა: „რუსული კანონი“ – „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ პოზიცია.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

8 აპრილს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: პავლე ინგოროყვას 7

8 აპრილს, 11:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სივრცის პირველ სართულზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რუსული კანონის წინააღმდეგ“.

მის: ჭოველიძის 4ა

საკონტაქტო: მარი კორკოტაძე - 599 05 08 30

8 აპრილს, 11:10 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) სოფლის მეურნეობის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

8 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO- ს) პროექტის მენეჯერის, ვეტერინარ მიხეილ სოხაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში - რა გზით შეიძლება, დაემართოს დაავადება ადამიანს და როგორია უვნებლობის ნორმები, პრევენციული ზომები. როგორია სტატისტიკა - რა სიხშირით ვლინდება დაავადების შემთხვევები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 აპრილს, 12 :00 საათზე, კანცელარიასთან ონკოლოგიური პაციენტები მუდმივ პროტესტს იწყებენ, ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინის და ყველა სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის მოთხოვნით - „მინდა ვიცოცხლო“.

საკონტაქტო: გვანცა აფხაიძე - 571070077

8 აპრილს, 14:00 საათზე, გამარჯვების კოალიცია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ირაკლი გაბისონია- 555 602 634

8 აპრილს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

8 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს