კახა გოგოლაშვილი - თუ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მიიღო, არაა გამორიცხული საქართველო „ბელორუსიზაციის“ გზას დაადგეს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ანუ, კანონს „აგენტების შესახებ“ პარლამენტში დააინიცირებს, ამ თემაზე მწვავე კამათია ქვეყნის შიგნით.

თუ ამავე თემაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს გადავავლებთ თვალს, მხედველობაში მაქვს, ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის 22 დეპუტატის, ევროკავშირის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებები, ასევე ნატოს გენმდივნის განცხადება, დავინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია საკმაოდ კრიტიკული და შემაშფოთებელიც კია.

თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას ხელისუფლების ინიციატივაზე მიიღოს კანონი, რომელზეც ამდეს საუბრობენ.?

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე მათი ასეთი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება?

- პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორების რეაქცია არის მათი აშკარა შეშფოთება და გაღიზიანება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რეფორმების გატარებისას რაღაც ცუდად კი არ გააკეთა და შეეშალა, ან დაპირებული არ შეასრულა, არამედ, აბსოლუტურად ცინიკურად მოექცა მთელ ევროკავშირს და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეს.

ცინიკურად მოექცა საქართველოს ევროინტეგრაციის მთლიან პროცესს, პრობლემები შეუქმნა და კედელი ამოუშენა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. ეს მათ აღიქვეს მათ მიმართ უპატივცემლობის ღიად და ცინიკურად გამოხატვად. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია არ ყოფილიყო უარყოფითი რეაქცია.

ჩვენი პარტნიორების რეაქცია არის მათი აშკარა შეშფოთება და გაღიზიანება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რეფორმების გატარებისას რაღაც ცუდად კი არ გააკეთა და შეეშალა, ან დაპირებული არ შეასრულა, არამედ, აბსოლუტურად ცინიკურად მოექცა მთელ ევროკავშირს და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეს

ალბათ, რეაქცია კიდევ უფრო მწვავე იქნება, როდესაც დაიწყება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეტანილი კანონპროექტის განხილვა.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების უარყოფით განცხადებებზე ჩვენი ხელისუფლების რეაქცია როგორი იყო?

რამდენად დამაჯერებელი და ქვეყნის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში იყო ამ თემაზე ხელისუფლების განმარტებები?

- არ ვიცი მათ განმარტებებს რამდენად შეიძლება ვუწოდოთ განცხადებები, მაგრამ, ცხადია, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული ტაქტიკა. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ პარტნიორების რეაქცია იქნებოდა მწვავე, რომ შესაძლოა, ყოფილიყო მუქარაც.

ყველაზე ძლიერი მუქარა მოდის ევროპარლამენტისგან. ევროპარლამენტარებმა თავის განცხადებაში პირდაპირ ჩაწერეს, რომ შესაძლებელია მათ უკან გაიწვიონ საქართველოს მიერ მიღებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ეს რომ მართლა მოხდეს, ეს იქნება კატასტროფა, რადგან, წლებია ქვეყანა ოცნებობს, იღწვის, იბრძვის რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და „ქართული ოცნების“ გამო ქვეყანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი შეიძლება დაკარგოს.

დაკარგული სტატუსის დაბრუნება ბევრად უფრო რთული იქნება, რადგან, შარშან ეს სტატუსი ქვეყანას გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მიენიჭა. ვიმეორებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაბრუნება ბევრად ძნელი იქნება.

განცხადებები, რომელიც ჩვენ ჩვენი ხელისუფლებისგან გვესმის, არის გათვლილი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე, არჩევნებისთვის გარკვეული ელექტორატის კონსოლიდირებაზე.

მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას რუსეთიდან ძალიან ძლიერად დაუქნიეს ხელი იმის გამო, რომ ქვეყანა საკმაოდ სწრაფად მიდის ევროპისკენ. ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ მას ევროკავშირი ყურებზე ხახვს ვერ დააჭრის, რომ მათ ევროკავშირის არ ეშინია და ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორადაც ჩათვლის საჭიროდ.

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას რუსეთიდან ძალიან ძლიერად დაუქნიეს ხელი იმის გამო, რომ ქვეყანა საკმაოდ სწრაფად მიდის ევროპისკენ. ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ მას ევროკავშირი ყურებზე ხახვს ვერ დააჭრის, რომ მათ ევროკავშირის არ ეშინია და ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორადაც ჩათვლის საჭიროდ

ხელისუფლების განცხადებები არ არის გათვლილი იმაზე, რომ დააწყნარონ და დაამშვიდონ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. ხელისუფლების განცხადებები აბსოლუტურად არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ დიპლომატიური ენა იქნას გამოყენებული რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი დაძაბულობა მოიხსნას.

ხელისუფლება თავისი განცხადებები იმასაც უსვამს ხაზს, რომ იგი ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი და პარტნიორული ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს.

ხელისუფლება თავისი განცხადებები იმასაც უსვამს ხაზს, რომ იგი ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი და პარტნიორული ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს

- ხელისუფლების ამგვარი განცხადებების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ კანონის მიღება გარდაუვალი ჩანს.

ასეთი ქმედებით ხელისუფლება აქამდე გაცხადებულ საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე ამბობს უარს?

რადგან გაეროს ადამიანის უფლებების კომისიამაც გააკეთა უარყოფითი განცხადება, კი ვხუმრობ, მაგრამ, გაეროს წევრობაზეც უარს ხომ არ ვამბობთ...

- გაეროს ადამიანის უფლებების კომისია, ასეთი ტიპის მოძრაობებსა თუ გადაწყვეტილებებს ტრადიციულად ეხმაურება. გაეროს ადამიანის უფლებების კომისიამ ამას წინათ ისრაელიც გააკრიტიკა. აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების მტკიცება, რომ ასეთი კანონი ისრაელმაც მიიღო.

ისრაელმა მიიღო ამგვარი ტერორიზმთან და რადიკალურ ჯგუფებთან ბრძოლის კონტექსტში მიიღო იმისთვის, რომ კონტროლს დაექვემდებაროს მათ ანგარიშებზე გადარიცხვები. მიუხედავად ამისა, გაეროს კომისიამ მაინც მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი სამხედრო ოპერაციისას ჩატარებისას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

ისრაელმა მიიღო ამგვარი ტერორიზმთან და რადიკალურ ჯგუფებთან ბრძოლის კონტექსტში მიიღო იმისთვის, რომ კონტროლს დაექვემდებაროს მათ ანგარიშებზე გადარიცხვები. მიუხედავად ამისა, გაეროს კომისიამ მაინც მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი სამხედრო ოპერაციისას ჩატარებისას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

გაერო იმის გამო გამოეხმაურა ჩვენთან ანალოგიური კანონს, რომ დაინახა ანტიდემოკრატიული კანონის მიღების შესაძლებლობა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციაა ამგვარი კანონის მიღება. შემდეგ გაირკვა, რომ ანალოგიური კანონის განხილვა საფრანგეთშიც დაწყებულია, მაგრამ მიღებული არაა.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამ კანონების მიღების მიზანია თავი დაიცვან რუსეთისგან, რუსეთის პროპაგანდისგან და რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ორგანიზაციებისაგან. ამ კანონის მიღებით ჩვენ ახლა ვისგან ვიცავთ თავს?

- ხელისუფლების განცხადებები გათვლილია გაუთვითცნობიერებელ ადამიანებზე. მათი რიტორიკა ადამიანებმა უნდა აღიქვან ისე, როგორც მათ სურთ.

ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ევროკავშირი, რომელიც იმაზე ნერვიულობს რომ საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვა ხდება, თავად ევროკავშირი იღებს თავად ასეთ კანონებს?

ხელისუფლების განცხადებები გათვლილია გაუთვითცნობიერებელ ადამიანებზე. მათი რიტორიკა ადამიანებმა უნდა აღიქვან ისე, როგორც მათ სურთ

დირექტივაზე, რომელზეც ახლა ევროკავშირი მუშაობს, არის მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთიანი პოლიტიკა ევროკავშირზე საგარეო გავლენებთან დაკავშირებით და იგი მიმართულია ტერორიზმის, ძირგამომთხრელი პოლიტიკური ორგანიზაციების, ფულის გათეთრებისა და ყველანაირი კრიმინალური ორგანიზაციების გასაკონტროლებლად და მათ აღსაკვეთად. ევროპული კონვენციებით თვალსაზრისით მხოლოდ ეს შეიძლება იყოს გამართლება ისეთი კანონის მისაღებად, რომელიც ჩემს მიერ უკვე ჩამოთვლილი ორგანიზაციების, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების შესაზღუდად.

დირექტივაზე, რომელზეც ახლა ევროკავშირი მუშაობს, არის მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთიანი პოლიტიკა ევროკავშირზე საგარეო გავლენებთან დაკავშირებით და იგი მიმართულია ტერორიზმის, ძირგამომთხრელი პოლიტიკური ორგანიზაციების, ფულის გათეთრებისა და ყველანაირი კრიმინალური ორგანიზაციების გასაკონტროლებლად და მათ აღსაკვეთად

ევროკავშირი მუშაობს ისეთ კანონებზე, თუ როგორ დაიცვას თავი ინტერნეტსივრცეში კიბერშეტევებისაგან. რუსული და ჩინური ინტერვენციებისგან, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკას მიაყენოს ზიანი. საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიცვას ევროკავშირმა თავი ისეთი საფრთხეებისგან, რომელიც მას რეალურად უქმნის საფრთხეს. ეს ხომ სულ სხვა რამაა.

ის, რაც ახლა ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია თუ არა სამოქალაქო სექტორის თავისუფლებისა და აქტიურობის შეზღუდვა.

ეს გახლავთ კონკრეტულად გამოხატვის და ასოცირების უფლება. ანუ ის, რასაც იცავენ ევროპული კონვენციები და მათ შორის ჩვენი კანონები.

- ბევრი თვლის, რომ დაინიცირებული კანონის მთავარი სამიზნე არის სამოქალაქო სექტორი. ხელისუფლება ლამის ყოველ დღე ამბობს, რომ მათი საქმიანობა გაუმჭვირვალეა.

არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში ჩვენი კანონმდებლობა ისეთია, რომ ძნელი სულაც არაა, ხელისუფლებამ იცოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებში ფინანსების მიმოქცევა როგორ ხდება. სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ფინანსური მხარე გაუმჭვირვალე ნამდვილად არაა. მხედველობაში მაქვს მათი დონორებთან და სახელმწიფოს ფინანსურ ორგანოებთან ურთიერთობა.

დამატებით კიდევ რაა საჭირო იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორის საქმიანობა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს?

- ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნაში, რომელიც ზაფხულში გაკეთდა, აშკარად გამიჯნულია გამჭვირვალეობა და საჯაროობა. არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალეობისთვის საჭირო ინსტრუმენტები, რომელიც ქვეყანაში არის, ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს ყველა ჯგუფებზე და ყველა სახის საქმიანობაზე.

ჩვენს შემთხვევაში ეს ხდება კონკრეტულ ჯგუფზე, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფალი, ანუ არასახელმწიფო მედიას. მათზე ხდება დამატებითი გამჭვირვალეობის მექანიზმების მოთხოვნა. ანგარიშგება ისეთი რაღაცების, რასაც ნორმალურად არ სთხოვენ კომპანიებს, ფირმებს, მაგრამ, მაინცადამაინც სთხოვენ არასამთავრობო სექტორსა და მედიას.

რაც შეეხება საჯაროობას. მოითხოვენ გაასაჯაროო ისეთი ინფორმაცია, რომელიც ყველა დანარჩენისთვის ითვლება პერსონალურ ინფორმაციად. შეიძლება იყოს პერსონალური ინფორმაცია ინდივიდუალური ადამიანებისთვის, ასევე ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი საჯაროობას არ ექვემდებარება. ეს ეხება სამოქალაქო სექტორში გაცემულ ხელფასებს, დადებულ კონტრაქტებს, სხვადასხვა სახის ურთიერთობას, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია.

თუ არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში რამე კრიმინალურია, ამისთვის არსებობს გამოძიება, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოსმენაც კი ჩაირთოს. პრაქტიკაში ჩვენთან მოსმენას სასამართლოს გადაწყვეტილება არ სჭირდება, რადგან თუ დასჭირდათ, ისედაც ყველას უსმენენ.

თუ არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში რამე კრიმინალურია, ამისთვის არსებობს გამოძიება, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოსმენაც კი ჩაირთოს. პრაქტიკაში ჩვენთან მოსმენას სასამართლოს გადაწყვეტილება არ სჭირდება, რადგან თუ დასჭირდათ, ისედაც ყველას უსმენენ

თუ ეჭვები არსებობს, რომ ვინმე ძირგამომთხრელ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა, ამასთან ბრძოლა ჩვენი დემოკრატიული კანონმდებლობითადაა შესაძლებელი. ახლა საუბარია იმაზე, რომ აიძულონ სამოქალაქო სექტორი გასცეს ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია. თან, ეს უნდა გაასაჯაროოს მაინცდამაინც მხოლოდ ერთმა, არასამთავრობო სექტორმა.

აქ ჩანს, ჩემი აზრით, აბსოლუტური უვიცობა დემოკრატიული ნორმების ცოდნის თვალსაზრისით. ასევე იმაზე, თუ რას ამბობენ ამაზე საერთაშორისო ინსტრუმენტები. ძალიან ბევრი ინსტრუმენტი საუბრობს ადამიანის დაცულობაზე.

მაგალითად, ხელფასები, რომელსაც გასცემენ გარკვეული ორგანიზაციები. ჯერ ერთი ეს არის კომერციული საიდუმლოება, იქნებ ინდივიდს არ უნდა ამის გასაჯაროება უსაფრთხოების გამო. მეორეა რომ ეს ინდივიდუალურია - იქნებ ადამიანს არ უნდა ამაზე ინფორმაციის გაცემა. ეს ვალდებულება აქვთ საჯარო პირებს და არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

თუ ეჭვები არსებობს, რომ ვინმე ძირგამომთხრელ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევა, ამასთან ბრძოლა ჩვენი დემოკრატიული კანონმდებლობითიცაა შესაძლებელი. ახლა საუბარია იმაზე, რომ აიძულონ სამოქალაქო სექტორი გასცეს ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია. თან, ეს უნდა გაასაჯაროოს მაინცდამაინც მხოლოდ ერთმა, არასამთავრობო სექტორმა

არც ისაა გამორიცხული, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციას არ უნდა თავისი პროექტები გაასაჯაროოს, რადგან მას კონკურენტებიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაკომერციული ორგანიზაციები არიან, მათაც ჰყავთ კონკურენტები. გრანტების მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. ახლა მათ ეუბნებიან რომ მათ ყველაფერი საჯაროდ უნდა აქციონ.

და კიდევ ერთი. ამ ეტაპზე არავინ იცის, ეს კანონი საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. კანონში ახლა ბუნდოვანია თუ რას მოსთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო. ამაზე წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო თავად შეიმუშავებს ფორმას და დაადგენს როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსთან ანგარიშგება.

ამ ეტაპზე არავინ იცის, ეს კანონი საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. კანონში ახლა ბუნდოვანია თუ რას მოთხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო. ამაზე წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო თავად შეიმუშავებს ფორმას და დაადგენს როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსთან ანგარიშგება

ამას ემატება ანგარიშგების დამატებითი ხარჯი და მონიტორინგი. იუსტიციის სამინისტროს ყოველ ექვს თვეში შეუძლია შესამოწმებლად აუდიტისთვის შემოვიდეს. ამას მიაქვს უზარმაზარი დრო და ენერგია. გარდა ამისა, შეუძლია დაუწესოს 20-25 ათასი ჯარიმა, მხოლოდ იმისთვის, რომ მაგალითად დაგავიწყდა რაღაცის დეკლარირება, ან ინტერნეტში გამოქვეყნება. ეს ჯარიმები 20- ჯერ და 30-ჯერ აღემატება სხვა ორგანიზაციებისთვის დაწესებულ ჯარიმებს.

ხელისუფლების ინიციატივაში მიიღოს ე.წ. „აგენტების კანონი“ ყველაფერში ჩანს, არასამთავრობო სექტორის მოსპობის სურვილი და მიზანი. რაც, პრინციპში ისედაც ხდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა რუსეთი. ეს პროცესი მალე დაიწყება ყირგიზეთში, ყაზახეთში, სადაც ეს კანონები იქნა მიღებული.

- თუ არასამთავრო სექტორის გარკვეული ნაწილი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობითაა დაკავებული, რა უშლის ხელს სამართალდამცავ ორგანოებს მათ წინააღმდეგ აღძრან საქმეები?

დღეისათვის არსებული კანონმდებლობა იძლევა თუ არა ასეთი არასამთავრობოების წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესაძლებლობას?

- რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით რომ იყოს დაკავებული, მის მიმართ ძალიან სწრაფად შეიძლება ნებისმიერი გამოძიების ჩატარება. ამისთვის სახელმწიფოს ლეგიტიმური ინსტრუმენტები აქვს. ამის გამოვლენა სწრაფად შეიძლება და ამგვარი საქმეები გადაინაცვლებდა საგამოძიებო ორგანოებში და შემდეგ სასამართლოებში.

ასეთი რამ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიზეზია. თუმცა, არის შემთხვევები. ვთვლი, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან, უმეტეს შემთხვევაში იმისთვის იღვწიან, რომ ქვეყანამ საგარეო ორიენტაცია შეიცვალოს. საუბარია იმ საგარეო კურსზე, რომელსაც მხარს მოსახლეობის 85% უჭერს. მათი უმეტესობა იმისთვის არსებობს, რომ ავრცელოს ანტიდასავლური, ანტიქართული პროპაგანდა.

ვთვლი, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან, უმეტეს შემთხვევაში იმისთვის იღვწიან, რომ ქვეყანამ საგარეო ორიენტაცია შეიცვალოს. საუბარია იმ საგარეო კურსზე, რომელსაც მხარს მოსახლეობის 85% უჭერს. მათი უმეტესობა იმისთვის არსებობს, რომ ავრცელოს ანტიდასავლური, ანტიქართული პროპაგანდა

ჩვენ არ ვიცით, მათ რა კავშირები აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან, მათ ხელშემწყობებთან. ამ კანონში მათზე საუბარი საერთოდ არაა. როგორც ჩანს, კანონი პარლამენტში იმიტომ შევა მისაღებად, რომ მმართველმა გუნდმა გაიმყაროს თავისი პოზიციები და მას არჩევნებში არ შექმნას პრობლემები.

ეს კანონი იმისთვის იქნება მიღებული, რომ მისი კრიტიკა იყოს შემცირებული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნაკლებად დახარჯონ დრო და ენერგია იმაზე, რომ გამოააშკარაონ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, ან არასწორი პოლიტიკა, ან უბრალოდ ნაკლოვანებები და ამით შეამცირონ შემდეგ არჩევნებზე სხვა პოლიტიკური ძალების შანსები.

ამაზე საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებმაც ასეთი შემთხვევები ჰქონდათ სხვა ქვეყნებში. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული თავის დროზე 37 არადემოკრატიულმა, ხშირ შემთხვევაში ავტორიტარულმა და ტირანულმა ქვეყნებმაც კი შეზღუდეს და შეკვეცეს საერთაშორისო დახმარება და საერთაშორისო ფინანსების შემოსვლა, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში.

ეს გაკეთდა იმისთვის. რომ ამ ქვეყნებში რეჟიმებს არ შეჰქმნოდათ საფრთხე სამოქალაქო სექტორის მიერ მათი კრიტიკის გამო.

- თუ ეს კანონი უმრავლესობამ მიიღო რა სურათს მივიღებთ იმ თვალსაზრისით, რა ვითარება გვექნება ქვეყნის შიგნით და რა დამოკიდებულება ექნებათ ჩვენს მიმართ ჩვენს პარტნიორებს?

- კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით ეს იქნება დიდი საფრთხე დესტაბილიზაციისთვის, კიდევ უფრო მეტი პოლარიზაციისთვის. პოლარიზაცია იმდენად დამღუპველი არაა, რადგან არაა გამორიცხული პროცესის რადიკალიზაცია. ეს გამოიწვევს ქვეყნის გახლეჩას, ერთმანეთის მიმართ ხალხის გაუცხოებას.

მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სამთავრობო არხებს უყურებს, ინტერნეტით არ სარგებლობს, შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანა ორ საინფორმაციო ველადაა ჩამოყალიბებული. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის იმის გამო, რომ ვიღაცებს უნდათ არასამართლიანი გზებით უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება.

ძალაუფლების შენარჩუნებაში ცუდი არაფერია, თუ მის შენარჩუნებას დემოკრატიული ხერხებით ცდილობ. თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ირჩევ მანიპულაციურ და არადემოკრატიულ გზას, უნდა იცოდე, რომ მას შესაძლოა ხალხის უკურეაქციაც მოჰყვეს. ეს რაც შეეხება ქვეყნის შიგნით.

ძალაუფლების შენარჩუნებაში ცუდი არაფერია, თუ მის შენარჩუნებას დემოკრატიული ხერხებით ცდილობ. თუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ირჩევ მანიპულაციურ და არადემოკრატიულ გზას, უნდა იცოდე, რომ მას შესაძლოა ხალხის უკურეაქციაც მოჰყვეს

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ როგორ აღიქვამენ. ჩვენი ამდენი ხნის შრომისა და ოცნებების შემდეგ, მოხდება აქამდე გაკეთებულის შეტრიალება, დახურვა და ნელ-ნელა ქვეყნის იზოლირება. თავის დროზე ბელორუსიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრიც იყო, ევროკავშირთან ჰქონდა ურთიერთობების პროგრამები, მეტ-ნაკლებად დაწყებული იყო დემოკრატიული პროცესი. იყო იმედები, რომ ევროკავშირში მოხდებოდა ბელორუსის ინტეგრირება.

ყველაფერი კი იმით დასრულდა რომ ბელორუსი აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლირებული ქვეყანა. ქვეყნის შიგნით აღმოჩნდა ისეთი პოლარიზებული, რომ ოპოზიციური სპექტრის ნახევარი ციხეშია, მეორე ნახევარი ქვეყნიდანაა გაძევებული.

- „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში ქვეყანა „ბელორუსიზაციისკენ“ გადადგამს ნაბიჯს?

- დიახ, თუ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მიიღო, არაა გამორიცხული საქართველო „ბელორუსიზაციის“ გზას დაადგეს. ამ კანონის მიღება არის ის რუბიკონი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიწყებს ავტორიტარიზმისკენ დაგორებას.

ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ქვეყანა შეუფერხებლად არა, მაგრამ მაინც მიდიოდა დემოკრატიზაციის აღმავალ გზაზე. 10-12 წელია საქართველო არის ე.წ. ელექტორალური დემოკრატიის ქვეყანა. მაგრამ, როდესაც მას ემუქრება საფრთხე და ნელი ნაბიჯებით, მაგრამ, მაინც ვბრუნდებით ავტორიტარიზმისკენ, ამაზე მოსახლეობა ყოველთვის მწვავედ რეაგირებს.

კანონის მიღება არის ის რუბიკონი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიწყებს ავტორიტარიზმისკენ დაგორებას

ასეთი პროტესტები იყო 2003 წელს, 2007 წელს, 2012 წელს, ასევე 2015- 2017 წლებში და აგერ 2023 წელსაც. ის, რომ მოსახლეობის 86% უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში შესვლას, ეს არ გახლავთ ხალხის გაუცნობიერებელი პოზიცია.

სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში იზრდება დემოკრატიის გაგებაც. სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ დემოკრატიის შესახებ ადამიანების ცოდნა და რწმენა იზრდება და მათ კარგად იციან, რომ ევროინტეგრაცია დაკავშირებულია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან და კეთილდღეობასთან.

საერთოდ, მე ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს. იმიტომ რომ ხელისუფლებაზე იქნება საგარეო ზეწოლა და ხალხისთვისაც იგი მიუღებელია. თუ ამის მიუხედავად, მმართველი ძალა ამ კანონს მაინც მიიღებს, პროცესები უსიამოვნოდ განვითარდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ