ანონსი  5 აპრილი

5 აპრილს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონსერვატიული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და ორგანიზაციის სხვა წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: კანონპოექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, 5 მარეგულირებელი უწყების მონაწილეობით, კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება.

მის: სოლიკო ვირსალაძის ქ.3, სასტუმრო „სვისსოტელი“.

საკონტაქტო: 577 25 55 15

5 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედიამონიტორინგის ანგარიშს წარადგენს და პანელურ დისკუსიას უმასპინძლებს.

გენდერულ დეზინფორმაციასა და ქალების წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბაია პატარაია (საფარი), ანა ნაცვლიშვილი (ლელო), თინა ბოკუჩავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ლია ჩახუნაშვილი (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) და კამილა მამედოვა (რადიო მარნეული). დისკუსიას მოდერაციას მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი გაუწევს.

საკონტაქტო: 598101508

5 აპრილს, 12:30 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება - „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“ ჩატარდება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

5 აპრილს, 14:00 საათზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, “ სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარესთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში “დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას” პრეზენტაციას წარადგენენ.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკ: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 აპრილს, 17:00 საათზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ რატი იონათამიშვილთან ერთად საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიის კარიბჭეზე წარმოდგენილ ფოტოგამოფენას „ჩემპიონი ქალები“ გახსნის.

მის: ხაზინის ქ.4 (ორბელიანის მოედანთან)

საკონტაქტო: თამარ ქათამაძე - 599 70 41 52; ეკა ბაზღაძე - 599 60 38 68

5 აპრილს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის გამზ.144

საკონტაქტო: 599 499 004 - თათია წერეთელი

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს