ბადრი ჯაფარიძე - ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრებისა და მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

„ყველას უნდა გვახსოვდეს ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთში მოხდა და რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით, ოკუპაცია გრძელდება.

დღეს ჩვენ მოვედით, რომ ქართველ გმირებს პატივი მივაგოთ. ამ ადამიანებმა მსხვერპლი სწორედ იმიტომ გაიღეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას არასოდეს შევეგუოთ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე, რომლის კომენტარსაც “ლელო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების და მოქალაქეების 12 ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება