ირაკლი ლექვინაძე უნგრეთში OECD-GVH RCC-ის მიწვევით კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიწვევით, კონკურენციის უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზე.

„წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენის და მათზე კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების მიზნით, სააგენტო ყოველკვარტალურ მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 ტრანზაქცია იქნა გადამოწმებული. 2023 წელს 9 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა, საიდანაც 5 კონცენტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით განხორციელდა, ხოლო 4 კონცენტრაცია სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლის მიზნით, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს განხორციელებული კონცენტრაციების გადამოწმება და შეუტყობინებლობის შემთხვევაში შესაბამისი წარმოება იწყება”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: პატი ბრინქი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; პოლ სიზარი, ევროკომისიის კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორი; ჩაბა ბალაშ რიგო, უნგრეთის კონკურენციის უწყების პრეზიდენტი; ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი; მარია პილარ კანედო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის დირექტორი და სხვები.

„სამუშაო შეხვედრის ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის - ალბანეთის, უკრაინის, მოლდოვეთის, ხორვატიის, სერბეთის, ჩედილოეთ მაკედონიის, რუმენეთის და ა.შ. კონკურენციის უწყებების პირველი პირები, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, მიმოიხილავენ - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების და მისი ეფექტიანად აღსრულების მეთოდებს, მათ შორის, უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში დაცვის მეთოდებს და კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება