თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და მათ კარიერული განვითარება უსურვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ სერჟანტებს უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლები, ჯილდოები - ,,სამშობლოსათვის თავდადებული'' და „გიორგი ანწუხელიძე", ცეცხლსასროლი იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

„ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანი საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს