საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან. შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.

Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედია გამოცემის, T.A.I. და ტურისტული სააგენტოს Ruefa დირექტორებთან, ასევე ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურების გამართვას და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ავსტრიაში.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავსტრიის ავიახაზებთან საქართველოში პრეს და გაცნობითი ტურის მოწყობას განიხილავენ.

ვენის ტურისტულ გამოფენაზე 850 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენას 11 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024