კოკა კაციტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები, ამოცანები, განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოკა კაციტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასულ წელს, ქალაქ ლონდონში დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (ICIN) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაწევრიანებას, რომლის წევრებიც ქართულ მხარესთან ერთად ასევე გახდნენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ბერლინის და ტურინგენის ლოკალური და ფედერალური საპოლიციო უწყებები.

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება