თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თავდაცვის მინისტრმა სიმონეთის საველე ბანაკი დაათვალიერა, გაეცნო სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა და ბაზის ინფრასტრუქტურას. უწყების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზეც, სადაც მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან საცეცხლე სწავლებას დაესწრნენ.

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი მე-3 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ მოხსენება მოისმინა. მან ყაზარმები, სპორტული დარბაზი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს