თავდაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა.

ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პოლონეთის წვლილზე ისაუბრა.

აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა, მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და თანამშრომლობა სამხედრო-სამრეწველო სფეროში“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს