ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, კრისტოფ მაცნეტერის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებზე და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. მან ავსტრიელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა.

ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ვენაში იმყოფება , სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას