იოსებ ხახალეიშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, გაიხსნა საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ბიუსტი და ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უნივერსიტეტს დაბადების დღე მიულოცა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან განათლების კერას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილი ვართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სასწავლებელი.

მინდა უნივერსიტეტის მესვეურთ, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სრულიად ქუთაისს მივულოცო ეს დღე.

გვეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ!", - აცხადებს ხახალეიშვილი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება