სტეპან გრიგორიანი - სომხეთისთვის დღეს რუსეთთან საქმის ქონა და რუსეთის იმედად ყოფნა, ძალიან სახიფათოა

ერევნის პოზიციაზე რუსეთის წინადადებაზე - სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს, ამ საკითხზე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე, ვითარებაში, როცა ყარაბაღში სომხური მოსახლეობა არ დარჩა, რატომ დგანან აზერბაიჯანში რუსული სამშვიდობო ძალები, ასევე სხვა აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს რუსეთის ტერიტორიაზე.

ლავროვის ამ განცხადებაზე რა განწყობებია სომხეთის პოლიტიკურ წრეებსა და ხელისუფლებაში?

- ამ თემაზე სომხეთის საგარეო უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. გასაგებია, რომ ლავროვის განცხადებიდან არც ისე დიდი დროა გასული, რადგან მან ეს განცხადება 18 იანვრის დღის მეორე ნახევარში გააკეთა.

დიდი ალბათობით ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას დღეს მოვისმენთ. წესით, ასე უნდა იყოს, რადგან ამ თემაზე, რბილად რომ ვთქვათ, ლავროვის განცხადებაში ბევრი უზუსტობები იყო.

ახლა რაც ეხება თემას. ის რომ ბაქო მზადაა სომხეთთან შეთანხმებას ხელი რუსეთში მოაწეროს, გასაკვირი არაა. გასაგებია, რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად, რომელთანაც ის სამოკავშირეო ურთიერთობებშია, ზეწოლას ახდენს სომხეთზე. ლავროვს ტყუილი არ უთქვამს, აზერბაიჯანი მართლაც მზადაა სომხეთთან შეთანხმებას ხელი რუსეთში მოაწეროს. სომხეთი კი როგორც ვხედავთ, ფეხს ითრევს.

რუსეთი აზერბაიჯანთან ერთად, რომელთანაც ის სამოკავშირეო ურთიერთობებშია, ზეწოლას ახდენს სომხეთზე. ლავროვს ტყუილი არ უთქვამს, აზერბაიჯანი მართლაც მზადაა სომხეთთან შეთანხმებას ხელი რუსეთში მოაწეროს. სომხეთი კი როგორც ვხედავთ, ფეხს ითრევს

საქმე ისაა, რომ სომხეთისთვის დღეს რუსეთთან საქმის ქონა და რუსეთის იმედად ყოფნა, ძალიან სახიფათოა. ასეა იმიტომ, რომ იმით, რასაც რუსეთი გვთავაზობს, სომხეთმა უარი უნდა თქვას თავის დამოუკიდებლობაზე და მიუერთდეს რუსეთს.

- გასაგებია, რომ დროის სიმცირის გამო ამ თემაზე ხელისუფლება პოზიციას ვერ ჩამოაყალიბებდა, მაგრამ ამ თემაზე რა განწყობებია პოლიტიკურ და თუნდაც საექსპერტო წრეებში?

- ამ თემაზე ჩვენთან რეაქციები და მსჯელობები ჯერ არ ყოფილა და არც მე მომისმენია. ვვარაუდობ, დღეს აუცილებლად იქნება.

- ლავროვის განცხადების მეორე ნაწილიც საინტერესოდ გამოიყურება. მან განაცხადა - შეთანხმებაზე ხელმოწერა რუსეთის ტერიტორიაზე იმიტომ უნდა შედგეს, რომ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის დასრულების მცდელობები რუსეთში დაიწყო.

ვისაც 90-იან წლებში ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების ისტორია ახსოვს, ისიც ახსოვს, რომ მაშინ რუსეთი მხარს ღიად უჭერდა სომხეთს.

ახლა კი ლავროვი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მცდელობები რუსეთში დაიწყოო. როგორადაც და რასაც არ უნდა აცხადებდეს ლავროვი, თქვენი აზრით, ერევანი დათანხმდება აზერბაიჯანთან შეთანხმების რუსეთის ტერიტორიაზე ხელმოწერას?

- უნდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანულ-სომხური შეხვედრები და მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. ეს მოლაპარაკებები ბრიუსელის ინიციატივით იმართება. ვაშინგტონიც გვთავაზობს მხარეებს მოდერაციას, მაგრამ ბოლო პერიოდში ბაქო აზერბაიჯანულ-სომხური მოლაპარაკებების აშშ-ში გამართვაზე უარს ამბობს.

მიუხედავად ამისა, ვამბობ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება აუცილებლად დასრულდება ხელის მოწერით, მაგრამ, არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის მცდელობები მიმართული იქნება იმისკენ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობამ დაისადგუროს.

არანაირად არ ჩანს, რომ რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი. ახლა რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნებას. ფაქტია, რომ დღეს რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყარაბაღის თემით იგი ვეღარ მანიპულირებს და ახლა ჩქარობს რომ სომხეთი დათანხმდეს აზერბაიჯანთან შეთანხმების რუსეთის ტერიტორიაზე ხელმოწერას

მოსკოვს აზერბაიჯანზე და სომხეთზე სერიოზული გავლენა მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ეს ქვეყნები ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. ახლა როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აღარ არსებობს ყარაბაღის პრობლემა, მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთთან მშვიდობიანად თანამშრომლობა.

არანაირად არ ჩანს, რომ რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი. ახლა რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში გავლენების შენარჩუნებას. ფაქტია, რომ დღეს რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყარაბაღის თემით იგი ვეღარ მანიპულირებს და ახლა ჩქარობს რომ სომხეთი დათანხმდეს აზერბაიჯანთან შეთანხმების რუსეთის ტერიტორიაზე ხელმოწერას.

- ფაქტია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობის ექნება.

შესაძლოა ვცდები, მაგრამ რატომღაც ვვარაუდობ, რომ ერევანს უნდა ამ პროცესში ჩართული იყოს ბრიუსელი და ვაშინგტონი.

ერევანი შეეცდება რომ აზერბაიჯანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას დაესწრონ ევროკავშირისა და ვაშინგტონის წარმომადგენლები?

- აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებისთვის მოედანს მხარეებს ბრიუსელიც სთავაზობდა და ვაშინგტონიც. აქამდე ამ წინადადებებს ბაქო არ იღებდა. ბოლო 3-4 თვეა ბაქო უარს ამბობს.

ეს გასაკვირი არაა, რადგან როცა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მონაწილეობით იმართება შეხვედრები აზერბაიჯანს ყოველთვის ახსენებენ ადამიანის უფლებებს. ამის გაგონება კი ბაქოში არ უნდათ.

როცა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მონაწილეობით იმართება შეხვედრები აზერბაიჯანს ყოველთვის ახსენებენ ადამიანის უფლებებს. ამის გაგონება კი ბაქოში არ უნდათ

რადგან აზერბაიჯანი ბრიუსელსა და ვაშინგტონში წასვლაზე უარს ამბობს, ახლა უნდა გამოიძებნოს სხვა ვარიანტები. სხვათა შორის, ორმხრივი აზერბაიჯანულ-სომხური დიალოგის შესახებ განცხადებები დავოსში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანულ-სომხური კონსულტაციები და შეთანხმებაზე ხელმოწერის ადგილი საქართველო იყოს?

- ჩემი აზრით, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

- ყარაბაღის ბოლო ომის დასრულების შემდეგ ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციები შესუსტებულია. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ სომხეთმა დაიწყო ევროპის მიმართულებით მოძრაობა.

ახლა, როცა ლავროვი ბაქოსა და ერევანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ადგილად რუსეთის ტერიტორიას სთავაზობს, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი ეხმარება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შენარჩუნებაში?

- ნაწილობრივ შეიძლება თქმა, რომ ასეა, აზერბაიჯანი ეხმარება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ჰქონდეს პოზიციები. ამის ერთ მაგალითს მოგიყვანთ - ახლა მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი არაა დარჩენილი. აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას თავის ტერიტორიად თვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღში არც ერთი ეროვნებით სომეხი არაა დარჩენილი, რატომ ითმენს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნას? ცხადია, რომ აზერბაიჯანი არ ითხოვს რუსეთისგან მათ გაყვანას და ამით ეხმარება სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციების შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღში არც ერთი ეროვნებით სომეხი არაა დარჩენილი, რატომ ითმენს აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნას? ცხადია, რომ აზერბაიჯანი არ ითხოვს რუსეთისგან მათ გაყვანას და ამით ეხმარება სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიციების შენარჩუნებას

ახლა მე სხვა რამეს გეტყვით- არის ასეთი გამოთქმა - საკუთარ ფეხში გასროლით თვითდაზიანება. როცა რუსებმა ყარაბაღში სომეხი მოქალაქეები არ დაიცვეს, რუსებმა, პრაქტიკულად, საკუთარ ფეხში გაისროლეს და თვითდაზიანება მიიყენეს.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რაზეც სომხურ საზოგადოებაში ხმამაღლა არ საუბრობდნენ. სომხურ საზოგადოებაში ყოველთვის იყო რუსების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. სომხურ საზოგადოებაში ერთადერთი ჯგუფი იყვნენ ყარაბაღელი სომხები, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მათ ინტერესებს რუსეთი დაიცავდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყარაბაღში სომხები არ დაიცვა, სომხურ საზოგადოებაში რუსეთის იმედი პრაქტიკულად ცოტა ვინმეს თუ აქვს. გასაკვირი ისაა, რომ რუსებს უკვირთ სომხეთში მათ მიმართ ამგვარი შეცვლილი დამოკიდებულება რომაა.

- ყარაბაღში ბოლო ომის დასრულების შემდეგ გაეროს მისიამ თქვა, რომ რეგიონში 1000 ეროვნებით სომეხიაო დარჩენილი.

თქვენ კი თქვით, მაგრამ დასაზუსტებლად მაინც გკითხავთ - მთიან ყარაბაღში ახლა რამდენი სომეხი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს?

- დიახ, გაერომ გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით თქვა, რომ მანდ 1000 ეროვნებით სომეხიაო. ახლა, მთიან ყარაბაღში მათი რაოდენობა ნულია.

წითელმა ჯვარმა იქ დარჩენილები ყველა გამოიყვანა. მათ შორის მარტოხელა და ავადმყოფი მოხუცები. ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან, მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა.

გაერომ გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით თქვა, რომ მანდ 1000 ეროვნებით სომეხიაო. ახლა, მთიან ყარაბაღში მათი რაოდენობა ნულია

- რამდენადაც მახსოვს, ომის დასრულების შემდეგ პირველ შეთანხმებაში საუბარი იყო იმაზე, რომ რუს სამშვიდობოებს უნდა უზრუნველეყოთ სომეხი მოქალაქეების დაცვა.

თუ ახლა ყარაბაღში სომხები არ არიან, რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში რატომ დგანან?

- კარგი კითხვაა, მაგრამ მისი ადრესატი აზერბაიჯანის ხელისუფლება უნდა იყოს და არა მე.

ჩემი აზრით, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის საკითხი 2025 წელს გამწვავდება, როცა იქ ყოფნის მანდატი ამოიწურება. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი შეძლებს მათ გაყვანას. თუმცა, რუსეთი ამბობს, რომ მათი იქ ყოფნა მომავალშიც საჭირო იქნება.

- როგორც ვხდები, თქვენ მოუსმინეთ 18 იანვარს მინისტრ ლავროვის ვრცელ პრესკონფერენციას.

მიუხედავად იმისა, რომ მას არც დასავლეთზე, ამერიკაზე, უკრაინაზე, არც სომხეთზე და აზერბაიჯანზე ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს, მაინც მინდა გთხოვოთ ლავროვის განცხადებებზე თქვენი მოსაზრებების ჩვენთვის გაზიარება...

- დიახ, ლავროვს, ფორმალურად ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ, მის განცხადებებში მაინც იყო გაკეთებული გარკვეული აქცენტები.

ლავროვმა თქვა, რომ სომხეთს არ უნდა რომ რუსი მესაზღვრეები იდგნენ ე.წ. ზანგეზურის, ანუ როგორც მას სომხები ვეძახით მეღრის კორიდორში. თუ ეს გზა გაიხსნა აზერბაიჯანი ხმელეთით დაუკავშირდება ნახიჩევანს. სომხეთი წინააღმდეგი არაა, მაგრამ, წინააღმდეგია ამ კორიდორის დაცვის ფუნქცია ვინმეს გადასცეს.

ლავროვმა თქვა, რომ სომხეთს არ უნდა რომ რუსი მესაზღვრეები იდგნენ ე.წ. ზანგეზურის, ანუ როგორც მას სომხები ვეძახით მეღრის კორიდორში. თუ ეს გზა გაიხსნა აზერბაიჯანი ხმელეთით დაუკავშირდება ნახიჩევანს. სომხეთი წინააღმდეგი არაა, მაგრამ, წინააღმდეგია ამ კორიდორის დაცვის ფუნქცია ვინმეს გადასცეს

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების თანახმად ამ კორიდორში უნდა იდგნენ რუსეთის მესაზღვრეები, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარებიან. დიახ, სომხეთს არ უნდა, რომ მის ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები იყვნენ, რადგან ჩვენ მათ მიმართ არ გვაქვს არანაირი ნდობა.

- რამდენადაც მახსოვს, წინა წლებში თურქეთ-სომხეთის საზღვრის დაცვაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი მესაზღვრეები. მახსოვს, ამ საზღვრის დაცვა სომხეთის ხელისუფლებას 500 მილიონი აშშ დოლარი უჯდებოდა.

თურქეთ-სომხეთის საზღვარზე ახლა რუსი მესაზღვრეები დგანან?

- დიახ. თურქეთ-სომხეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე ახლა სომეხი მესაზღვრეები და რუსი მესაზღვრეების ქვედანაყოფები დგანან. მიმაჩნია, რომ ამ საზღვრებიდან სომხეთმა უნდა გაიყვანონ რუსი მესაზღვრეები.

სომხეთი არაა წინააღმდეგი აზერბაიჯანმა ნახჭევანთან დასაკავშირებლად გამოიყენოს ზანგეზურის, იგივე მეღრის კორიდორი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვართან ახლოს გადის. რუსები ითხოვენ სომხეთ-ირანის საზღვარზე დგომას. ერევანი წინააღმდეგია და სწორია რომ წინააღმდეგია, რადგან ეს სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

თურქეთ-სომხეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე ახლა სომეხი მესაზღვრეები და რუსი მესაზღვრეების ქვედანაყოფები დგანან. მიმაჩნია, რომ ამ საზღვრებიდან სომხეთმა უნდა გაიყვანონ რუსი მესაზღვრეები

ლავროვი გვეუბნება, რომ წინა შეთანხმებით ეს სომხეთმა ივალდებულა. მაგრამ, ვითარებაში, როცა წინა შეთანხმების შესაბამისად რუსებს ყარაბაღში სომეხი მოქალაქეები არ დაუცავს, მათ ლაჩინის კორიდორის გამოყენების საშუალება არ მისცა, გაუგებარია ახლა რატომ ითხოვს სომხეთისგან ზანგეზურის კორიდორზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს.

ფორმალურად, ლავროვს ახალი მართლაც არაფერი უთქვამს, მაგრამ, მან სომხეთის მიმართ კრემლის პრეტენზიები გაახმოვანა. მოსკოვი ცდილობს სომხეთზე ზეწოლის განხორციელებას.

ლავროვის კრიტიკა ევროპელ დამკვირვებელთა მისიის წინააღმდეგ იყო მიმართული. უნდა ითქვას, რომ ამ მისიის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეალური მშვიდობის შენარჩუნებაში. მოსაზღვრე რაიონებში ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

- როგორც ჩანს, ამას უკავშირდებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საფრანგეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება...

- სადამკვირვებლო მისია მრავალეროვნულია, მასში ბევრი არიან გერმანელები, უნგრელები, რუმინელები, მათ შორის ფრანგებიც. მაგრამ, აზერბაიჯანი საფრანგეთზე იმის გამოა უკმაყოფილო, რომ სწორედ საფრანგეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა.

აზერბაიჯანი საფრანგეთზე იმის გამოა უკმაყოფილო, რომ სწორედ საფრანგეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა

- თუ პრემიერი ფაშინიანი უარს იტყვის სომხეთმა აზერბაიჯანთან შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს, მას სომხურ საზოგადოებაში ექნება მხარდაჭერა?

- ექნება მხარდაჭერა. იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა არ დაიცვა ყარაბაღში სომხური მოსახლეობა, სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ძალიან უარყოფითია.

მეტსაც გეტყვით, ფაშინიანი რომ პუტინთან შესახვედრად სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, მის მიმართ კრიტიკა დიდი იყო არა მხოლოდ პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, არამედ თავისი თანაგუნდელების მხრიდანაც.

ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების გამო მან საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. ახლა იგიც და მისი გუნდიც აშკარად შეშინებულია. ამიტომ სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავის თანაგუნდელებთან. ფაქტია, რომ ფაშინიანი არ ელოდა, რომ მის ვიზიტს პუტინთან საზოგადოებაში ასეთი მკვეთრი რეაქცია ექნებოდა.

- გასაგებია, რომ ფაშინიანს სომხეთში მხარდამჭერები ჰყავს. მაგრამ, ფაქტია, რომ თურქეთ-სომხეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დგანან. სომხეთის ეკონომიკის ბევრ საკვანძო სფეროებს რუსეთი აკონტროლებს. რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ბერკეტები საკმაოზე ბევრი აქვს.

თუ რუსეთი ერევნისგან გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთის ტერიტორიაზე მოაწეროს ხელი, თქვენი დაკვირვებით, კრემლი სომხეთის წინააღმდეგ რა ბერკეტებს გამოიყენებს?

- რუსეთს შეუძლია სომხეთს გაზი გადაუკეტოს, შეუძლია, აზერბაიჯანისგან მოითხოვოს სომხეთის წინააღმდეგ ლოკალურად გამოიყენოს სამხედრო ძალა. ახლა აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, შესაბამისად, ამაზე ბაქო უარს ვერ იტყვის.

რუსეთი ხედავს, რომ სომხეთში მის მონოპოლიას ვაჭრობაში, სამხედრო სფეროში, პოლიტიკაში და კიდევ არაერთ სფეროში საფუძველი ეცლება. ეს ცვლილებები საკმაოდ სწრაფად ხდება. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვმა სომხეთზე ზეწოლისათვის სანქციები გამოიყენა, ისინი სომხეთისთვის ისეთი მტკივნეული აღარ იქნება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს

მაგრამ, უნდა ითქვას, რუსეთში ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რომ სომხეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა დაიწყო საფრანგეთთან, ინდოეთთან. სომხეთმა დაიწყოს რუსეთის ალტერნატივის ძიებები. სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს დასავლელ პარტნიორებთან „მწვანე ალტერნატივის“ პროექტის ფარგლებში. მას ამ საქმეში ეხმარებიან გერმანელი და კანადელი პარტნიორები.

თუ ასე გაგრძელდა, მალე რუსეთს აღარ ეყოლება ექნება მონოპოლია ენერგიის მიწოდებაში. რუსეთი ხედავს, რომ სომხეთში მის მონოპოლიას ვაჭრობაში, სამხედრო სფეროში, პოლიტიკაში და კიდევ არაერთ სფეროში საფუძველი ეცლება. ეს ცვლილებები საკმაოდ სწრაფად ხდება. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვმა სომხეთზე ზეწოლისათვის სანქციები გამოიყენა, ისინი სომხეთისთვის ისეთი მტკივნეული აღარ იქნება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია