კოკა კაციტაძე - გოგა რაზმაძეს არაერთხელ მოვუწოდეთ თანამშრომლობისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს თანამშრომლობა ვერ შედგა

გოგა რაზმაძეს არაერთხელ მოვუწოდეთ თანამშრომლობისკენ, სამწუხაროდ, ეს თანამშრომლობა ვერ შედგა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან, შსს- ის ყოფილი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენას ითხოვდა.

მისი თქმით, მოქალაქემ მათ უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, რათა სამსახურს სამართლებრივი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში მზად არის, მიიღოს მოქალაქეთა საჩივრები, მოახდინოს მათ განცხადებებზე რეაგირება და ამისთვის ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ მოქალაქე გვეთანამშრომლოს. გაგვცეს იმ შეკითხვებზე პასუხი, რაც ამ განცხადებების თაობაზე ჩვენთან არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეს არაერთხელ მოვუწოდეთ გამოძიების წინაშე თანამშრომლობისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს თანამშრომლობა ვერ შედგა“, - განაცხადა კაციტაძემ.

ამასთან, ის ჟურნალისტ მიშა მშვილდაძის საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვილდაძე მათ უწყებაში 7- ჯერ იყო და მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, ამ საქმეში დამატებით სხვა პირის პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთა.

„რაც შეეხება მიშა მშვილდაძის სისხლის სამართლის საქმეს, ჩვენ ჩავატარეთ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მან მოითხოვა. ის 7-ჯერ არის ნამყოფი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებელთან ერთად გეგმავდნენ სამომავლო საგამოძიებო მოქმედებებს. ფაქტობრივად, ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, რაც დაზარალებულს ჰქონდა, ამოვიღეთ არაერთი კერძო და საჯარო ობიექტის ვიდეო ჩანაწერები, იმ კონკრეტული ეპიზოდის გადასამოწმებლად, რასთან დაკავშირებითაც მას ჰქონდა კითხვები. ამ საქმეში სხვა პირის ბრალეული პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთა, რის გამოც საქმე წარიმართა სასამართლოში კონკრეტულად იმ ბრალდებულის მიმართ, რომელიც იყო დაკავებული და რომლის მიმართაც არსებობდა კონკრეტული შეკითხვები. ჩვენ მოვიპოვეთ ყველა ის მტკიცებულება, რომლის ფიზიკურად მოპოვებაც შევძელით და რომელიც ობიექტურად არსებობდა, მისი მოთხოვნები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება