ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ ლიეტუვას თეატრალურ ფესტივალზე „სამანიშვილის დედინაცვალს“ წარადგენს

ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ ლიეტუვას თეატრალურ ფესტივალზე „სამანიშვილის დედინაცვალს“ წარადგენს.

თეატრ „ათინათის“ ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის ინფორმაციით, ლიეტუვას ქალაქ კაუნასში სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე „მასკარადას“ ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დასი, 25 ნოემბერს, მაყურებლისა და ჟიურის წინაშე დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.

„სამანიშვილის დედინაცვლის“ პრემიერა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჰოლანდიის ქალაქ პურმერენდის თეატრში შედგა. პუბლიკამ, პრესამ და თეატრალებმა ჩვენი ნამუშევარი დადებითად შეაფასა და გადავწყვიტეთ სამოყვარულო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გაგვეტანა ჩვენი ნამუშევარი. ზოგადად, ეს ფესტივალი ორ დღიანია, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მეორე დღე მთლიანად ჩვენ დაგვეთმობა, კერძოდ, საფესტივალო პროგრამის მიხედვით, ჩვენი დასის მსახიობების ბაიკო ახვლედიანისა და დავით კლდიაშვილის ქორწილი გაიმართება. საგულისხმოა ის, რომ მსგავსი სანახაობა პირველი იქნება საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ისტორიაში. ქორწილის პროცესია ქართულ-ლიეტუვური ტრადიციების მიხედვით აღინიშნება და ერთგვარი თეატრალური სანახაობის სახეს მიიღებს“, - განაცხადა ნათია ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, ფესტივალ „მასკარადასზე“ „ათინათმა“ გასულ წელს სპექტაკლი „ჰელადოსი“ წარადგინა. თეატრი „ათინათი“ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თინათინ ახვლედიანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დააფუძნა, რომლის საქმეს უკვე მისი შვილები, ნათია და ბაიკო ახვლედიანები აგრძელებენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს