„ბაია გალერეის“ თანამედროვე ხელოვნების სივრცე საფრანგეთში მოღვაწე ორი ქართველი არტისტის გამოფენას - „შორეული ახლობელი - პარიზიდან თბილისამდე“ მასპინძლობს

„ბაია გალერეის“ თანამედროვე ხელოვნების სივრცე საფრანგეთში მოღვაწე ორი ქართველი არტისტის გამოფენას - „შორეული ახლობელი - პარიზიდან თბილისამდე“ მასპინძლობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს დარეჯან ზურაბიშვილის ქანდაკებებისა და ჰენრი მაჭავარიანის გრაფიკულ ნამუშევრების ნახვა შეუძლიათ. მათივე ცნობით, გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„ქართული ემიგრანტული კულტურა, ერთი მხრივ, საქართველოსთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, დამოუკიდებლად არსებობს საერთაშორისო კულტურის სფეროში. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ამ კულტურასთან და მის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

2023 წლის 3 ნოემბრიდან „ბაია გალერეის“ თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოადგენს საფრანგეთში მოღვაწე ორი ქართველი არტისტის გამოფენას - დარეჯან ზურაბიშვილის ქანდაკებებს და ჰენრი მაჭავარიანის გრაფიკულ ნამუშევრებს.

ჰენრი მაჭავარიანი ხაზისა და ჟესტის დიდოსტატია, ის არაჩვეულებრივად იყენებს არჩეული მედიუმის შესაძლებლობებს და ხარისხს, რომლის საშუალებით ამოკვეთს გარემომცველ სიცარიელეს და უკვე დიდი ხანია მარადიული ჭეშმარიტების შემეცნებას ცდილობს თავისი შემოქმედებით.

ქართული გენით მიმადლებული ნიჭიერებით და იაპონური ხელოვნების შესწავლის ზეგავლენით, ჰენრი მაჭავარიანმა შეძლო მიეკვლია საკუთარი გზისთვის. პლაკატის დიზაინერის ძალზე წარმატებული კარიერის შემდეგ მისი შემოქმედება „მხატვრობით შეშლილი ჰოკუსაის“ ხელოვნებით არის შთაგონებული და ხაზის სრულყოფილების გამოვლენის აუცილებლობით განპირობებული. ფარიკაობის ილეთებში გაწაფული მხატვრის ხელი, მთელი მისი სხეული „მოხაზავს“ სივრცეს. მისი ხაზი თანაბრად გამოკვეთს სხეულისა და ქსოვილის, მცენარეთა და მინერალთა, ასოების მოხაზულობის სიცხადეს.

დარეჯანი ქართული წარმოშობის ფრანგი მოქანდაკეა. იგი დაიბადა ბელგიაში, სადაც განათლება მიიღო და უკვე დიდი ხანია ცხოვრობს საფრანგეთში. 25 წლის წინ, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დაიწყო ქანდაკებაზე მუშაობა, რაც ძალიან მალე მის გატაცებად, შემდეგ კი პროფესიად იქცა. საქართველოზე ვოცნებობდი - ჯერ კიდევ მის გაცნობამდე. ის ბავშვობიდან არსებობდა ჩემში. და როცა ძერწვა დავიწყე, ჩემმა ხელებმა თავისთავად შექმნა გარკვეული მხატვრული ფორმები, სახეები, მოხაზულობები, რაც საუბარზე ბევრად უკეთ გამოხატავდა ჩემს სიყვარულს ჩემი წინაპრების ქვეყნისადმი და მასთან ესოდენ ხანგრძლივი განშორებით გამოწვეულ ტკივილსა და ნოსტალგიას.

თითქმის 20 წელია დარეჯანი სისტემატურად აწყობს სოლო გამოფენებს, მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში გალერეებსა თუ ხელოვნების ბაზრობებზე პარიზში, ნიუ-იორკში, მაიამიში, ბრიუსელში, ვენაში, ტორონტოში, თბილისში…

2019 წელს დარეჯანმა შექმნა სკულპტურული კომპოზიცია „მერანი“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ემიგრანტთა ხსოვნას ეძღვნება (პირველი რესპუბლიკის ბაღი, თბილისი, საქართველო). თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილია დარეჯანის მიერ შესრულებული ქანდაკება „შოთა“. მოქანდაკის ნამუშევრები არაერთ კერძო კოლექციაშია დაცული, როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ბაია გალერეის“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში საფრანგეთში პირველი ემიგრაციის შთამომავლების გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენის შესახებ: https://www.facebook.com/events/299157356262514?ref=newsfeed

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია