თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ტექნიკური პერსონალის  "ერთი ნაწილის" გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ტექნიკური პერსონალის "ერთი ნაწილის" გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეების, გამნათებლების, რეკვიზიტორის) მოთხოვნას წარმოადგენს არსებული ხელფასების 100%-ით ზრდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

"აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია და ის ჩვენი თეატრის მიერ დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ სცენის სამსახურის თანამშრომლები.

კერძოდ, 2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით.

შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით. სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა, დღეიდან - 2023 წლის 03 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება. თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია