თუშური გუდის მწარმოებლებისთვის ალვანში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) ერთად, ფერმერების, ასოციაციებისა და მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნობრივი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს - საწყის ეტაპზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებიდან თუშური გუდა შეარჩია. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თუშური გუდის ყველის მწარმოებლებისთვის კახეთის რეგიონში, კერძოდ, ალვანში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი პასკალ ბერნარდონი უძღვებოდა.

„პროექტის მიზანი თუშური გუდის მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერება გახლდათ. ტრენინგზე დეტალურად ისაუბრეს თუშური გუდის წარმოების მეთოდებზე, მის სპეციფიკაციასა და წარმოების არეალზე. ტრენინგზე საუბარი შეეხო მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებისა და საკუთარი პროდუქციის სწორად რეკლამირების შესწავლის მეთოდებს. ასევე, ექსპერტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე.

საქპატენტი მაქსიმალურად უწყობს ხელს კერძო სექტორში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენებას. გამოგონების, სასაქონლო ნიშნების, სასარგებლო მოდელისა თუ ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების ეფექტიანი სამრეწველო გამოყენება საუკეთესო გზაა ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისათვის, რასაც, თავის მხრივ, აუცილებლად ექნება პოზიტიური შედეგი ქვეყნის ეკონომიკაზე.

შეგახსენებთ, რომ საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ერთობლივი პროექტის - „შერჩეული რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მართვის, ბრენდინგისა და კომერციალიზაციის შესახებ“ - გახსნის ცერემონია საქპატენტის სათავო ოფისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, მონაწილეებს დისტანციურად მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დირექტორის მოადგილემ ჰასან კლეიბმა.

პროექტი, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო, 2024 წლის მარტამდე განხორციელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება