თამარ ჩუგოშვილი საიმპიჩმენტო წარდგინების ავტორებს - მაინტერესებს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრემიერის მხრიდან კონსტიტუციის სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს თუ არა პრობლემას

მაინტერესებს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრემიერის მხრიდან კონსტიტუციის სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს თუ არა პრობლემას და განუხილავს თუ არა სისტემატური იგნორი, უგულებელყოფა , - ამ შეკითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

იურისტი დაინტერესდა, უფიქრია, თუ არა მმართველ უმრავლესობას იმაზე, რომ კონსტიტუციას მრავლობითად და უხეშად არღვევენ პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წარმომადგენლები.

„გასაგებია, რომ თქვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან იღებთ გადაწყვეტილებებს, ვისი იმპიჩმენტი დაიწყოთ და ვისი - არა, მაგრამ, ვინაიდან, თქვენთვის კონსტიტუციის დაცვა ასეთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, გიფიქრიათ, თუ არა, როდესაც მრავლობითად და უხეშად, კაბინეტის ყველა წევრი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული არღვევს ამ მუხლს, ეს უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან, როგორც მინიმუმ განხილვის საფუძველი და როგორც მაქსიმუმ, აქ უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს მთავრობა და პასუხს აგებდეს კონსტიტუციის ძალიან მკაფიო დარღვევებზე“ , - მიმართა შეკითხვით ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

აღნიშნულ შეკითხვას ირაკლი კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

„მე მოგცემთ რეკომენდაციას, პარლამენტში არიან დეპუტატები, რომელთა იმედიც აქვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. შეგიძლიათ მათ აღაძვრევინოთ იმპიჩმენტის საკითხი, თუ დაინახავენ კონსტიტუციის დარღვევის ნიშნებს. მათთან გაიარეთ კონსულტაციები და ნახავენ“ , - განაცხადა კობახიძემ და კითხვით მიმართა ჩუგოშვილს, თუ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ერთმანეთთან კავშირი აქვს, რადგანაც როდესაც მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს იწყებდა, მთავარი გზავნილად საზოგადოების მიმართ ჰქონდა ის, რომ მმართველი უმრავლესობისთვის კონსტიტუციის დაცვა იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ ისინი უბრალოდ ვერ დაუშვებენ, მათ შორის ევროინტეგრაციის მიზნებისთვის შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთანაც კი.

ჩუგოშვილის თქმით, კონსტიტუციას პრემიერ-მინისტრიც არღვევს, რაზედაც კობახიძემ ასე აღნიშნა: „მე ეს არ ვიცი“, რაზეც ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე გიორგი კახიანმა იცის.

„მე მაინტერესებს, როდესაც თქვენი პრემიერ-მინისტრი, სისტემატურად, უხეშად, განგრძობითად, წლების განმავლობაში...გაგამ [კახიანმა]იცის, საპროცედურო კომიტეტს აქვს დარღვევების წარმოუდგენელი ფაქტები. მეც მაქვს, გაგიგზავნით, თუ გნებავთ“ , - მიმართა კობახიძეს ჩუგოშვილმა და დასძინა:

„მე მაინტერესებს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრემიერის მხრიდან ასევე კონსტიტუციის სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს, თუ არა პრობლემას და განუხილავს თუ არა სისტემატური იგნორი, უგულებელყოფა. თქვენივე დეპუტატებისთვის არის ეს პრობლემა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თვის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაგა კახიანმა ასე უპასუხა:

„საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს იხილავს ყოველი თვის ბოლოს.კონკრეტული ვადები დავთქვით, რომ საკითხები, რომელიც თქვენ დააყენეთ და ეხება პარლამენტის წევრის კითხვებზე პასუხს, ამაზე რეაგირება ისედაც იყო, მაგრამ რეგლამენტით გავწერეთ,საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს სწავლობს და შესაბამის ანგარიშს აქვეყნებს“ , -განაცხადა გიორგი კახიანმა, რაზეც თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა: „სწავლობს,სწავლობს და გააგრძელებს სწავლას. კი ბატონო!“.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ