თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო - ლიეტუვაში მისი კომენტარი კი ემსახურება იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას

პრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო - ლიეტუვაში მისი კომენტარი კი [რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო], ემსახურება იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთის ავტორის, ირაკლი კობახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა წარდგინების განსახილველ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში ბოლოს განხორციელებულ ვიზიტებამდე მთავრობას იმიტომ მიმართა, რომ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო.

„პრეზიდენტის და ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია. სრულად იზიარებს იმ პოზიციებს, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ წარმოვადგენთ იმას, რისი წარმოდგენაც პრეზიდენტს უნდა. პრეზიდენტის პოზიცია, კომენტარი და ა.შ. თავად ფაქტის კონსტატაციაა. მას მანამდე ჰქონდა მიმართული შეხვედრებზე, რომლებზეც მთავრობისგან დასტური არ მიუღია. შესაბამისად, განაგრძო სიარული სხვა ფორმით. ამიტომ პრეზიდენტი და ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ იმ ვიზიტებზე მთავრობის ფორმალური თანხმობა იყო საჭირო ან აუცილებელი. მისი კომენტარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებას, რომ მთავრობა არ იზიარებს ამ ტიპის კომუნიკაციების საჭიროებას. ეს კომენტარი მეტს არაფერს ნიშნავს და ამას აქვს უფრო პოლიტიკური დატვირთვა და არა სამართლებრივი.

პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო მიმართვა მთავრობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფდა ერთობლივ ვიზიტებს. ურთიერთობის ჩამოყალიბებული ფორმა უზრუნველყოფდა, რომ ამ შეხვედრებზე მარტო არ წასულიყო, არამედ წასულიყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ამიტომ მიიჩნევდა მნიშვნელოვნად, რომ მთავრობა ჩართულიყო მის შეხვედრებში. მისი კომენტარი ახსნაა იმისა, რატომ იმყოფება მარტო ამ კომუნიკაციებში და რატომ არ არის წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან თუნდაც ელჩი ასეთი ტიპის შეხვედრებზე“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კითხვაზე ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო.

„ადეკვატური პასუხი ვერ მივიღე ჩემს კითხვაზე. ფორმალურად არ ვარ უფლებამოსილი - ამ სიტყვებს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. მე მინდა სიტყვა-სიტყვით განმარტება, რომელიც ვერ მივიღე. რაც შეეხება მთავარ პასუხს, დღესაც პრეზიდენტი მისი წარმომადგენლების სახით მიიჩნევს, რომ არ ესაჭიროებოდა თანხმობა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად კითხვას, კობახიძე დაინტერესდა, რით იყო განპირობებული პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების აზრთა სხვადასხვაობა. კერძოდ კი ის, რომ ერთი მხრივ - წარმომადგენლების განცხადებით, გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტებზე პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ სჭირდებოდა, მეორე მხრივ კი - ლიეტუვაში იმავე შინაარსის ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად უფლებამოსილი არ იყო.

„თქვენ ამტკიცებთ, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს არ ესაჭიროებოდა მთავრობის თანხმობა გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში ვიზიტის განსახორციელებლად და მან კონსტიტუციის დაცვით განახორციელა აღნიშნული ვიზიტები, ეს იყო გუშინდელი მტკიცების შინაარსი, რომ მას ეს თანხმობა არ ესაჭიროებოდა. რეალურად, რასაც ვუყურებთ, პრეზიდენტი თქვენ არ გეთანხმებათ. ამის რამდენიმე მტკიცებულებაა, მაგრამ ორზე გავამახვილებ ყურადღებას - მან განაცხადა ლიეტუვაში, სადაც იდენტური შინაარსის ვიზიტი ჰქონდა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა მსგავსი ვიზიტები. პრეზიდენტის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ერთი თვის წინ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა. მისი აზრით, თანხმობა აღარ სჭირდებოდა. მაგრამ თავად პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ლიეტუვაში წასულიყო. მეორე რით დაადასტურა - მან ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ერთი ის, რომ თქვა, რომ ფორმალურად არ იყო უფლებამოსილი, ყოფილიყო ლიეტუვაში, მეორე - ბიუჯეტიდან არ გასწია ხარჯები. ჩვენ ცოტა გაურკვევლობაში ვართ, პრეზიდენტს ჰგონია ერთი- მისი წარმომადგენლები ამბობენ სხვას. რით არის განპირობებული ასეთი აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტსა და მის წარმომადგენლებს შორის?“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ