დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი იძახდა, „მარგველაშვილი ჩემი შეცდომა კი არა, კურიოზიაო“, ალბათ, ახლა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილიც კურიოზია

სალომე ზურაბიშვილი სადაც უფრო ძლიერად გრძნობს თავს, იქ შეიძლება მივიდეს. თვითონ ჩათვლის, სასამართლოში უფრო მაგარია, როგორც იურისტი, თუ პარლამენტშია უფრო მაგარი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მაღალი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი მთელი 1 წლის განმავლობაში.

„არ მგონია არსებითი ხასიათის შედეგი გამოიღოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთმა თუ ისეთმა გადაწყვეტილებამ, ან სასამართლოშივე გაჩერდება პროცესი, ან პარლამენტში იქნება კენჭისყრა. ის 12-13 ხმა, რაც საჭიროა იმპიჩმენტისთვის, არ მგონია „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციიდან მოიპაროს. არ მგონია, რომ ამდენი ცრუ ოპოზიციონერი აღმოჩნდება პარლამენტში, შეიძლება ერთს ან ორს შეეშალოს, მაგრამ 12 და 13 ვერ იზამს.

სალომე ზურაბიშვილი რომ ბიძინა ივანიშვილის კი არა, ნებისმიერის მხრიდან ბოლომდე მართული ვერ იქნებოდა, ამაში მე ეჭვი არ მეპარებოდა. ისევე, როგორც გიორგი მარგველაშვილში შეცდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც თვითონ იძახდა „მარგველაშვილი ჩემი შეცდომა კი არა კურიოზიაო“ (უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნათქვამი ბიძინა ივანიშვილს) ალბათ ახლა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილიც კურიოზია. არ უნდოდა იმის აღიარება, რომ მას საკადრო შეცდომა მოსვლია და საერთოდ შეცდომა მოსვლია.

მაღალი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი მთელი 1 წლის განმავლობაში.

სალომე ზურაბიშვილი, სადაც უფრო ძლიერად გრძნობს თავს, იქ შეიძლება მივიდეს. თვითონ ჩათვლის სასამართლოში უფრო მაგარია, როგორც იურისტი, თუ პარლამენტშია უფრო მაგარი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მოლოდინი მაქვს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს სათავისოდ გამოიყენებს საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე შეფასებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილი თავს იგრძნობს, რომ ამ საქმეში მისი როლი უმნიშვნელო არ იყო.

სალომე ზურაბიშვილს მოსწონს შარლ მიშელთან სიარული, მაკრონთან შეხვედრები, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრები. როლშია შესული და ეს ქვეყნისთვის დღეს პოზიტიურია. თუკი კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, სალომე ზურაბიშვილი თავს იგრძნობს, რომ ამ საქმეში თავისი როლი უმნიშვნელო არ იყო. თუკი ვერ მივიღეთ, ამაზეც ის საკუთარ სიტყვას მყარად იტყვის“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს