დავით უსუფაშვილი „პრინციპულად არასწორს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა, რაშიც შუამავლის როლს სწორედ უსუფაშვილი ასრულებდა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პრინციპულად არასწორს“ უწოდებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლის ვანო მაჭავარიანის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა, რა პროცესშიც შუამავლის როლს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ასრულებდა.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, მაჭავარიანი შესაძლოა, არასწორადაა ინფორმირებული და ამბის პირველწყაროსთან გადამოწმებას ურჩევს.

მისივე თქმით, ყველაფერზე დეტალურად მაშინ ისაუბრებს, „თუკი მაჭავარიანი პრინციპულად არასწორი მესიჯის დადასტურებას გააგრძელებს“.

„მოვისმინე ბატონ ვანო მაჭავარიანის ინტერპრეტაცია მაშინდელი მოვლენების თაობაზე. ეს არის პრინციპულად არასწორი ინტერპრეტაცია. ალბათ, იმიტომ, რომ ვანო მაჭავარიანი იმ მოვლენების შემსწრე არ იყო. ჯერ დეტალიზაციისა და განმარტებებისგან თავს შევიკავებ. იმედია, ვანოს თავად გიორგი აუხსნის, რა იყო, როგორ იყო და სწორ განცხადებას თავად გააკეთებს. თუ დაიჟინებს, რომ ისე იყო როგორც თავად ამბობს, მაშინ აუცილებლად მოგახსენებთ ყველაფერს.

თუ საჭირო გახდა და თემა გაიხსნა, მზად ვარ, ყველაფერზე დეტალურად მოგახსენოთ - არა იმიტომ რომ ეს მე მჭირდება, ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფურცელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა, ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს კი დავით უსუფაშვილი ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ მაჭავარიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა. როგორც მაჭავარიანი იხსენებს, გზავნილი იყო ცალსახა, რომლის მიზეზიც მთავრობისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკას შორის სხვაობა გახდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს