გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ

გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციონერი ლიდერები მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ნატო-ს სამიტის პარალელურად შეხვედრები გაიმართება აშშ-ს წარმომადგენლებთან და ასევე “ალდე“-სთანაც, სადაც ასევე წევრიანდება ვოლოდიმერ ზელენკის პარტია.

,,სტრატეგია აღმაშენებლის”, ,,რესპუბლიკური პარტიისა“ და “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეები ბრიუსელში თემებზე - „მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში“ და „ევროკავშირში დაჩქარებული წესით კანდიდატების მიღება“ იმსჯელებენ.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროპელ კოლეგებთან ექნებათ თხოვნა, რომ “ქართული ოცნების” უმსგავსო განცხადებები მხედველობაში არ მიიღონ, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

,,სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბრიუსელში ერთობლივ ვიზიტზე უარი თქვა, რომელიც ძალიან დაეხმარებოდა საქართველოს საგარეო ასპარეზზე ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხს. მივდივართ ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე და გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ასევე იქნება “ალდეს” სამიტი, სადაც ვოლოდიმერ ზელენსკის პარტია გაწევრიანდება “ალდეს” ოჯახში, რომლოს წევრიც გახლავთ “სტრატეგია აღმაშენებელი”, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები”. ჩვენ ვიმსჯელებთ ორ საკითხზე: პირველი ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსული აგრესიის შესაკავებლად და მეორე, რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მივიღოთ დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ასევე მივმართავთ თხოვნით, რომ მხედველობაში არ მიიღონ “ქართული ოცნების” უმსგავსო განცხადებები, რადგან საქართველო იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება