სერგო ჩიხლაძე - „ალდეში“ შემავალი პარტიების სამიტზე მიიღეს მაღალი დონის დოკუმენტი - გაჩნდა ჩანაწერი, ევროკავშირში უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ

მიღებულ იქნა მაღალი დონის დოკუმენტი, რეზოლუცია და პირველად, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ, - ამის თაობაზე „სტრატეგია აღამაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება არის უდიდესი გამარჯვება.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, ამ დოკუმენტს ევროპარლმენტარები დაეთანხმნენ.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ შედგა „ალდეში“ შემავალი პარტიების სამიტი, რომელიც არის უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში და „ალდეს“ წევრები არიან „სტრატეგია აღმაშენებელი,“ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ - მიღებულ იქნა მაღალი დონის დოკუმენტი, რეზოლუცია და პირველად, ასეთი დონის, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ. ეს არის უდიდესი გამარჯვება და ეს ინიციატივა იყო ჩვენგან შეტანილი, რაშიც დაგვეთანხმნენ ჩვენი ევროპარლმენტარები.

ინიციატორი იყო პირადად გიორგი ვაშაძე, რომელიც ესწრებოდა ამ სამიტს. ამ სამიტს ასევე ესწრებოდნენ ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე.

ეს არის უდიდესი გამარჯვება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება