„გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, "ქართულ ოცნებას" 47,6%-იანი მხარდაჭერა აქვს, თბილისში კი კახა კალაძემ - 51,3%, ხოლო ნიკა მელიამ - 34,6 % მიიღო

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“- 27, 1%.

18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები ასეთია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, 1%

„ევროპული საქართველო“ – 2,6%

"ზურაბ ჯაფარიძე გირჩი“– 2,8%

„ლელო საქართველოსთვის“ – 2, 8%

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" 1,3%

„საქართველოსთვის“- 6, 8%

„პატრიოტთა ალიანსი" – 1,6%

ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1%

„ლეიბორისტული პარტია“- 1,8%

„იაგო ხვიჩია-გირჩი“ 0,9%

სხვა პარტიები ჯამში - 3,7%

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს კანდიდატების ხმათა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

კახა კალაძე- 51,3%

ნიკა მელია- 34,6 %

გიორგი გახარია- 5,6%

ანა დოლიძე-3,1%

ანა ბიბილაშვილი- 2%

გიორგი ლომია-1%

თამარ კეკენაძე- 0,2%

სხვა კანდიდატები ჯამში 1, 6%

GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. ეგზიტპოლი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 120 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათგან 48 უბანი დედაქალაქში მდებარეობს. სულ 11 000 ამომრჩეველი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება